ექსკლუზივი: სკანდალური დოკუმენტები სახელმწიფო რეკეტის საქმეში - რატომ არ დაინტერესდა ბანკი შპს „ოლიმპუსის“ ანგარიშზე ჩარიცხული თანხის წარმომავლობით
პოზიცია - 10:30, 04 Oct, 2018     6188
იმის თაობაზე, თუ რამდენად კანონიერად იქნა გაცემული ,,თიბისი ბანკის“ მიერ 1 781 000 აშშ დოლარი 2016 წლის 21 და 22 აპრილს შპს ,,ოლიმპუსის“ დირექტორზე, რასაც შედეგად მოჰყვა აღნიშნული თანხის გამოძალვა, „ომეგა ჯგუფიდან“ „ნიუპოსტს“ სკანდალური დოკუმენტები ექსკლუზიურად მოაწოდეს.

„ვფიქრობთ, ჩვენს მიერ ამჟამად გასაჯაროებული ინფორმაცია ნათელს მოჰფენს ყველა ჯერ კიდევ გაურკვეველ საკითხს.

შპს ,,ოლიმპუსი“ მეწარმეთა რეესტრში დარეგისტრირდა 2016 წლის 19 აპრილს. მის 100% წილის მესაკუთრეს წარმოადგენს ოფშორში რეგისტრირებული კომპანია ,,კორპორაცია უაიდპოინტ ინვესტმენტს ინკ, პანამა“.

2016 წლის 20 აპრილს შპს ,,ოლიმპუსის“ საბანკო ანგარიშზე ,,თიბისი ბანკში“ ჩაირიცხა 1 790 000 აშშ დოლარი.

2016 წლის 21 აპრილს 19:22 საათზე ,,თიბისი ბანკიდან“ შპს ,,ოლიმპუსის“ დირექტორის ალექსანდრე ხაჩიშვილის სახელზე გაიცა 1 000 000 აშშ დოლარი, ხოლო 2016 წლის 22 აპრილს, 12:25 საათზე - 781 000 აშშ დოლარი; 8905 აშშ დოლარი შეადგენდა ბანკის საკომისიოს თანხის გატანისათვის.

,,უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებას განეკუთვნება იმგვარი გარიგება, რომლის დროსაც თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში; იმავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის მიხედვით, კომერციული ბანკების მონიტორინგს ექვემდებარება ,,იურიდიული პირის და უცხო ქვეყნის საწარმოს ფილიალის (გარდა კომერციული ბანკისა და სახელმწიფოს მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა) რეგისტრაციიდან (გარდა პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის ცვლილების რეგისტრაციისა) 90 კალენდარულ დღეში თანხის მის საბანკო ანგარიშზე განთავსება (როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ფორმით) ან ამ ანგარიშიდან გადარიცხვა (გარდა ერთ საბანკო დაწესებულებაში საკუთარ საბანკო ანგარიშებზე შესრულებული ოპერაციებისა)“.

იმავე კანონის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ,,მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, ასევე მიიღოს გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით სანდო, დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით და დარწმუნდეს, რომ იცის, ვინ არის კლიენტის ბენეფიციარი მესაკუთრე“, ხოლო მე-2 მუხლის ,,დ“ და ,,რ“ პუნქტებით განსაზღვრულია არის მონიტორინგისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების ცნებები; კერძოდ, მონიტორინგი არის ,,ამ კანონით გათვალისწინებული მონიტორინგის განმახორციელებელი პირების მიერ გარიგების მონაწილე პირის იდენტიფიკაცია, გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის წარდგენა ამ კანონითა და მის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით“, ხოლო ბენეფიციარი მესაკუთრე წარმოადგენს ფიზიკურ პირს, ,,რომელიც არის პირის საბოლოო მფლობელი ან მაკონტროლებელი პირი ან/და რომლის სახელითაც ხორციელდება გარიგება (ოპერაცია); სამეწარმეო იურიდიული პირის (აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნის, რომელიც არ არის იურიდიული პირი) ბენეფიციარი მესაკუთრე არის მისი წილის ან ხმის უფლების მქონე აქციების 25 პროცენტის ან მეტის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფორმით საბოლოო მესაკუთრე, მფლობელი ან/და მაკონტროლებელი ფიზიკური პირი ან ფიზიკური პირი, რომელიც სხვაგვარად ახორციელებს კონტროლს სამეწარმეო იურიდიული პირის მართვაზე“.

აქედან გამომდინარე, 2016 წლის 21 და 22 აპრილს 1 781 000 აშშ დოლარის შპს ,,ოლიმპუსის“ დირექტორისათვის გაცემამდე ვალდებული იყო განეხორციელებინა მონიტორინგი და მოეხდინა შპს ,,ოლიმპუსის“ ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია, მიეღო გონივრული ზომები მისი ვინაობის გადამოწმების მიზნით და დარწმუნებულიყო თუ ვინ იყო კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრე.

ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაცია კი ,,თიბისი ბანკს“ არც 2016 წლის 21 აპრილს და არც 22 აპრილს არ მოუხდენია და ვერც მოახდენდა, იმ მიზეზის გამო, რომ ბანკისთვის წარდგენილი არ ყოფილა ე.წ. ,,ინქუმბენსის სერთიფიკატი“ (Certificate of Incumbency), რომელიც სავალდებულოა კომპანიის ბენეფიციარი მესაკუთრის/მესაკუთრეების იდენტიფიცირებისათვის. ამგვარი სერთიფიკატი გაცემული იქნა მხოლოდ 2016 წლის 28 აპრილს, ხოლო ნოტარიულად დამოწმებული და „თიბისი ბანკში“ წარდგენილი იქნა 2016 წლის 17 მაისს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ,,თიბისი ბანკის“ უფლებამოსილმა პირებმა 2016 წლის 21 და 22 აპრილს 1 781 000 აშშ დოლარის შპს ,,ოლიმპუსის“ დირექტორისათვის გაცემის დროს უხეშად დაარღვიეს ,,უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.2. ,,ი“ და 6.10 მუხლების მოთხოვნები, რაც ქმნის ეჭვის საფუძველს, რომ ეს კანონდარღვევა არ ყოფილა შემთხვევითი და წარმოადგენდა გარკვეულ პირთა წინასწარი კანონსაწინააღდმეგო შეთანხმების შედეგს“, - აცხადებენ „ომეგა ჯგუფში“.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42