"მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოდან" - NATO-ს გენმდივანი საქართველოს მოქალაქის გატაცებას გამოეხმაურა
პოლიტიკა - 10:22, 04 Oct, 2018     1249
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას და საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოქალაქეების გატაცებას გამოეხმაურა. იენს სტოლტენბერგმა რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდა გაიყვანოს ჯარები საქართველოს რეგიონებიდან და უარი თქვას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ალიანსის მეთაურის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული გამწვევების და პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, იქ სამხედრო ძალის ყოფნაა:

„ნატოს კარი ღიაა. ლიდერებმა ივლისში გამოხატეს ერთგულება 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. დღეს ნატოს წევრებმა დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, რადგან ეს ორივე რეგიონი საქართველოს ნაწილია.

მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს რეგიონებიდან. შეშფოთებულები ვართ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდით. შავი ზღვის უსაფრთხოება პრიორიტეტულია ნატო-სთვის და პრიორიტეტულია საქართველოსთვის. ჩვენ ვმუშაობთ ისე მჭიდროდ, როგორც არასდროს.“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42