რეგლამენტში შესული ცვლილების შემდეგ ერევნის ცენტრში პარლამენტის შენობასთან მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეების წინაშეც პაშინიანი გაოვიდა და განაცხადა, რომ ის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წავა და მოვალეობის შემსრულებლად დარჩება. პარლამენტს კი ახალი პრემიერის არჩევის საშუალებას არ მისცემენ, რის შემდეგაც ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება:
„ჩვენ, ხალხთან ერთად შეგვიძლია არ მივცეთ საშუალება პარლამენტს აირჩიოს ახალი პრემიერი“- განაცხადა პაშინიანმა. ის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიმდინარე წლის ბოლომდე ჩატარებას ითხოვს. ამასთან, ფაშინიანმა გამორიცხა არჩევნების 2022 წელს ჩატარება, რასაც რესპუბლიკელები ითხოვენ. ფაშინიანმა პირობა დადო, რომ მინისტრების გათავისუფლების ბრძანების ძალაში შესვლისთანავე, თავადაც დატოვებს თანამდებობას, რათა ის შემდეგ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე აირჩიონ.
ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერი 2018 წლის მაისში მასშტაბურის საპროტესტო აქციების შემდეგ გახდა, რომელზეც პრემიერად ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის არჩევას აპროტესტებდნენ.
მასალის გამოყენების პირობები






