"ნატოს მხრიდან არსებობს მაქსიმალური მხარდაჭერა და მზაობა თანამშორმლობის დინამიკის გაზრდისთვის"- ლევან იზორია
პოლიტიკა - 19:50, 03 Oct, 2018     744

„ნატოს გენერალურმა მდივანმა ცალსახად აღნიშნა იმ პროგრესის შესახებ, რომელიც საქართველოს აქვს დემოკრატიული განვითარების გზაზე და განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში ჩვენი შესაძლებლობების ნატოს სტანდარტებთან დაახლოების მიზნით“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხები ლევან იზორიამ იენს სტოლტენბერგთან ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში მიმდინარე თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში განიხილა. მხარეებმა ყურადღება მომავალ წელს საქართველოში დაგეგმილ მასშტაბურ ნატო-საქართველოს სწავლებაზე გაამახვილეს, სადაც ნატოს წევრი და პარტნიორი დაახლოებით 28 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. ლევან იზორიას განცხადებით, აღნიშნული გარემოება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით სამაგალითოა.

ორმხრივ შეხვედრაზე პოზიტიურად შეფასდა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის ასპექტში არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების წარმატებული განხორციელება. „ახლო მომავალში დავხურავთ ამ პრაქტიკულ მექანიზმს და გათვალისწინებულ ინიციატივებს. ეს გვაძლევს საფუძველს ვიმსჯელოთ ახალ დინამიკაზე, თანამშრომლობის უფრო გაფართოებაზე მთავარი სტრატეგიული მიზნის განხორციელებისთვის - საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის. არსებობს მაქსიმალური მხარდაჭერა და მზაობა ამ დინამიკის არა მხოლოდ შენარჩუნებისთვის, არამედ იმისთვის, რომ ის მომავალ წლებში უფრო მზარდი იყოს“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

მინისტრმა ასევე, ხაზი გაუსვა მინისტერიალის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, სადაც ქართულ მხარეს შესაძლებლობა აქვს ნატოს სამიტის შემდეგ რამდენიმე თვეში ალიანსის წევრი ქვეყნების მინისტრებს საქართველოში განხორციელებული რეფორმები გააცნოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42