იაშვილის სახელობის კლინიკის გაფიცულმა მედპერსონალმა საავადმყოფოს ეზოდან სააქტო დარბზში გადაინაცვლა, სადაც თექინ ატიკს უნდა შეხვედროდა, თუმცა, მან ექიმებთან შეხვედრაზე უარი განაცხადა და ჟურნალსტებთან შეხვედა.
როგორც თექინ ატიკმა განაცხადა, ის 31 აგვისტოს იაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში არც ნასვამ მდგომარეობაში და არც ნარკოტიკული საშუალებების თრობის ქვეშ არ ყოფილა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებია. თექინ ატიკმა განაცხადა, რომ მედპერსონალმა თურქული ენა არ იცის მისი ხმამაღალი საუბარი სწორად ვერ გაიგო. მისი გაღიზიანება კი გაუმართავმა სამუშაო პროცესმა გამოიწვია და პერსონალს მხოლოდ შენისვნა მისცა. როდესაც თექინ ატიკი ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებდა, მის კაბინეტში იაშვილის კლინიკის თანამშრომლები შემოვიდენენ და იგი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულეს. კაბინეტში აღმოჩნდა ის პიროვნებაც, რომელსაც თექინ ატიკმა ფიზიკური და სიტყვიერ შეურაცხყოფა მიაყენა. თანამშრომლები უნდობლობას უცხადებენ თექინ ატიკს და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.
რაც შეეხება აღნიშნული კლინიკის პალატებსა და კაბინეტებში ხატების ჩამოხსნის ფაქტს, თექინ ატიკმა განმარტა, რომ კაბინეტებსა და პალატებში ხატების ჩამოხსნის გადაწყვეტილება სტამბოლში იქნა მიღებული. როგორც თექინ ატიკმა განაცხადა, სამლოცველოების მოწყობას კლინიკის თითოეულ სართულზე აპირებს, თუმცა ხატები და ჯვრები კაბინეტებში არ იქნება გამოფენილი. მედპერსონალი თურქ ინვესტორს უნდობლობას უცხადებენ და კლინიკაში ძველი დირექტორის დაბრუნებას ითხოვენ. ამასთან, იაშვილის კლინიკაში გამოკრულია განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ 2 სექტემბრიდან თანამშრომლებისთვის იხსნება თურქული ენის შემსწავლელი უფასო კურსები.
მასალის გამოყენების პირობები






