„მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ჩემს ოჯახს იმ ვითარების გამო რაც შეიქმნა ჩემს გარშემო, მე ამ კომპანიაში ვმუშაობდი 2015 წლიდან ჩემი მოვალეობა იყო დამემყარებინა კონტაქტი ხელისუფლებასთან. ჩვენ ერთობლივი გეგმა გაგვაჩნდა , ზაზა ოქუაშვილმა ერთერთი ბოლო შეხვედრისას მითხრა, რომ რადგან მისი ბიზნესი წნეხს განიცდის უცხოელი პარტნიორებისგან და საქართველოში ბიუჯეტთან დაკავშირებით. მან დახატა სცენარი, რომ ჩაგვეწერა მაკომპრომეტირებელი მასალა შიდა მოხმარებისთვის, რითიც ის დააარწმუნებდა უცხოელ პარტნიორებს, რომ ხელისუფლება მასზე წნეხს ახორციელებდა და იმ ვალდებულებებისგან გაათავისუფლებდა რაც მათთან ქონდა . მან მითხრა, რომ მივიღებდი დავალიანებას, რომელიც ჩემს მიმართ ქონდა თუ ხელს შევუწობდი ამ ჩანაწერების გაკეთებაში. ეს არ ვიცი ჩემი მხრიდან იყო მიამიტობის თუ დახმარების სურვილი, მე გადავწყვიტე ამ თამაშის წესების მიღება და განვახორციელეთ, მთელი უბედურება ისაა, რომ ის თურმე ამ ჩანაწერებს აკეთებს დიდი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერები , რომელიც ერთად გავაკეთეთ ისიც დამონტაჟებულია.“- განაცხადა ლევან ყიფიანმა.
ყიფიანმა ფარცხალაძის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ზეწოლა არ დაადასტირა და გავრცელებულ ინფორმაციას შეურაცხმყოფელი სიცრუე უწოდა:
„ეს არის შეურაცხმყოფელი, ასეთი რამე არ ყოფილა, ფარცხალაძესთან მაქვს ნორმალური ურთიერთობა.“- აღნიშნა ყიფიანმა.
ყიფიანის განცხადებით მისთვის ასევე უცნობია, თიბისი ბანკიდან გამოტანილი დიდი ოდენობით თანხის საბოლოო დანიშნულების ადგილი.
მასალის გამოყენების პირობები






