გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სალომე ზურაბიშვილის მიერ ახალქალაქში გაკეთებულ ხმაურიან განცხადებას გამოეხმაურა.
გრიგოლ ვაშაძის შეფასებით „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის პოზიცია ორმაგი მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით კატასტროფაა.
„ტრაგედია ის არის, რომ ბოლო 3-4 თვეა, მათი წარმომადგენელები და მათი კანდიდატი აკეთებენ განცხადებას, რომელიც პირდაპირ არის კონსტიტუციური ველიდან გასვლა და უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის. ის განცხადებები, რომელსაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი აკეთებს მოქალაქეობის მინიჭებაზე, სრული კატასტროფაა. იძლევა დაპირებებს, რომელსაც არ შეასრულებს, მეორე ის, რომ ეთნიკური შუღლის გაღვივებას ცდილობს საქართველოს ტერიტორიაზე, ამ ქალს იზოლაცია სჭირდება და არა პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობა“- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






