„ემთხვევა მისი სიგიჟეები იმას, რაც ძალიან სურს რუსეთს“ - სააკაშვილი ზურაბიშვილზე
პოლიტიკა - 18:16, 03 Oct, 2018     1124

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ ახალქალაქში გაკეთებულ ხმაურიან განცხადებას გამოეხმაურა. „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ეთნიკურ სომხებთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილი თურქი ეროვნების მოსახლეობის მიმართ პრივილეგიების მინიჭებაში დაადანაშაულა:

„ეს ქალბატონი გამოიყურება, როგორც ფსიქიატრიულად სრულიად გაუწონასწორებელი, მაგრამ ძალიან უცნაურად ემთხვევა მისი სიგიჟეები ერთი ერთზე იმას, რაც ძალიან სურს რუსეთს. ამგვარად, ეს მე მგონი, სიგიჟე არ არის, ეს არის ჩვეულებრივი სახელმწიფო ღალატი. ეს არის ძალიან საშიში და ეს ჩვენს ხალხს კარგად ესმის. ჯერ ერთი, როდესაც ჩვენ ვაძლევდით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, მე ვაძლევდი, 99% შემთხვევაში ეთნიკურ ქართველებს, რომლებიც არიან თურქეთში, არიან საქართველოს პატრიოტები, საუბრობენ ქართულად და საქართველოსთვის იბრძოდნენ მთელი ცხოვრება. ეს არის დიდი განსხვავება იმისგან, რაც ხდება ახლა, თურქეთიდანაც და სხვა ქვეყნებიდანაც შემოყარეს და შემოვიდა, ვისაც არ ეზარება, იმიტომ, რომ ყველა კონტროლი მოხსნილია, ამ მხრივ მართლაც მორღვეულია ჩვენი საზღვრები ივანიშვილის დროს. რაც შეეხება ახალქალაქს, ახალქალაქში თავის დროზე მე გავიყვანე გზა, ახალქალაქი იყო მოწყვეტილი, ჩვენ გავიყვანეთ იქიდან რუსული ბაზა, ავაშენეთ რკინიგზა და სარკინიგზო ცენტრი და ახალგაზრდობას ქართული ვასწავლეთ. ჩვენ ამ რეგიონის ინტეგრირება მოვახდინეთ. ძაან მიყვარს იქაურები და ძალიან ბევრი რაღაც გავაკეთე მათთვის. ის, რასაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, ის საუბრობს არა ჩვენს სომხებზე, რომელთაც აქვთ საქართველოს მოქალაქეობა, ის საუბრობს ეთნიკურ სომხებზე, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას, 90%-ს აქვს რუსეთის მოქალაქეობა და ის ჰპირდება მათ, რომ დააკანონებს ორმაგ მოქალაქეობას რუსეთის მოქალაქე სომხებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ის, რის საფუძველზეც რუსეთი ყირიმში შევიდა, რის საფუძველზეც, ვითომ, ცხინვალსა და აფხაზეთში შემოვიდა,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42