როგორია ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 18:04, 03 Oct, 2018     612
სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებს:

"2018 წლის 3 ოქტომბერს, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის ადვოკატებს 2018 წლის 20 სექტემბრიდან ჩატარებული სამედიცინო კვლევების შესახებ ინფორმაცია და კვლევების შედეგების სრული ასლები გაუგზავნა (25 ფურცელი და 3 CD დისკი მატერიალური სახით). აქვე აღვნიშნავთ, რომ მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილის უფლებების დამცველებს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა აღნიშნული დოკუმენტაციის ხელზე გატანაც შესთავაზა, თუმცა ისინი დოკუმენტების მისაღებად ამ დრომდე არ გამოცხადებულან.

რაც შეეხება 2018 წლის 20 სექტემბრამდე გაწეული სამედიცინო მომსახურების ამსახველი სამედიცინო ჩანაწერების ასლებს, ისინი სხვადასხვა დროს, 13.09.2018წ. N841990 და 19.09.2018წ. N860607 წერილებით იქნა ასევე მიწოდებული.

ადვოკატებისათვის დღეს გაგზავნილი „ავერსის კლინიკის“ სამედიცინო დოკუმენტაციის თანახმად, რომელიც 26 სექტემბრით თარიღდება (სამედიცინო დოკუმენტაცია NIV-100/ა), ჩატარებული მკურნალობის შედეგად პაციენტს დინამიკაში აღენიშნება ჰორნერის სინდრომის კლინიკური ნიშნების ხარისხობრივად რეგრესირება, რასაც, იმავე დოკუმენტის თანახმად თავად მსჯავრდებულიც ადასტურებს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მსჯავრდებულის ადვოკატებს, პატივი სცენ პაციენტის უფლებებსა და სამედიცინო კვალიფიციური პერსონალის მოსაზრებებსა და დასკვნებს", - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42