დედის ინფორმაციით, ცხინვალის იზოლატორში მყოფი მაია ოთინაშვილი ნაცემია
პოლიტიკა - 16:36, 03 Oct, 2018     2699

ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში მყოფი მაია ოთინაშვილის დედის, გალინა ქელეხსაევას ინფორმაციით, მისი შვილი ნაცემია.

როგორც გალინა ქელეხსაევამ "რადიო თავისუფლებას" განუცხადა, მისმა შვილმა საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს წინააღმდეგობა დაკავებისას გაუწია, რის გამოც სცემეს. დაკავებულის დედა ვარაუდობს, რომ მაია ოთინაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ცხინვალში გადაყვანის შემდეგაც.

"სწორედ ამის გამოა, რომ ცხინვალის იზოლატორში მაიას ნახვის უფლებას არ გვაძლევენ და პატიმრობიდან გათავისუფლებასაც იმიტომ აჭიანურებენ, რომ ძალადობის კვალი წაიშალოს", – განაცხადა გალინა ქელეხსაევამ.

გალინა ქელეხსაევა „წითელი ჯვრის“ კომიტეტის წარმომადგენლებს თხოვნით მიმართავს, რომ მისი იზოლატორში მყოფი მაიას ნახვა მოახერხონ.

„მთელი პროცედურაა გასავლელი, რომ შესვლის უფლება მოვიპოვოთ. პროცესში ჩართული ვართ, ვაცნობეთ ცხინვალს, მაგრამ ჯერ–ჯერობით პროგრესი არ არის“, - განუცხადა "წითელი ჯვრის“ წარმომადგენელმა მაია ქარდავამ "რადიო თავისუფლებას".

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა 37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან გაიტაცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42