სპორტის ყოფილი მინისტრის, ლევან ყიფიანის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ მისი დაცვიქვეშ მყოფი სასამართლოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს, რომელიც აბსოლუტურად ახალ გარემოებებს შეიტანს ჩანაწერებშის საქმეში.
„საქმეზე საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, ჩვენ მოვიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენება მივცეთ სასამართლოში. საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდებას გეგმავს, რომელიც აბსოლუტურად ახალ გარემოებებს შეიტანს ხსენებულ ჩანაწერებში, საქმეში და ა.შ."- ამბობს ადვოკატი.
შალვა ხაჭაპურიძე აღნიშნავს, რომ ყოფიანის თქმით, მედიაში გავრცელელებული ჩანაწერების ის ნაწილი, რომელიც ადრე იყო გავრცელებული, სანამ ბატონი ოქუაშვილი ინტერვიუს მისცემდა, მონტაჟია.
"3 წლის განმავლობაში ის ოფიციალურად მუშაობდა, ხელშეკრულება დადებული აქვს, სადაც მითითებული აქვს, რომ მას ვალდებულება ჰქონდა მოლაპარაკებები ეწარმოებინა, როგორც კერძო, ფიზიკურ, ასევე სახელმწიფო დაწესებულებებთან.
ამ ჩანაწერებში მისი ხმა ისმის, თუმცა, მონტაჟით გარკვეული კონტექსტები შეცვლილია. ეს ჩანაწერები სხვადასხვა პერიოდშია გაკეთებული. მაგალითად, „სკაიპით“ ჩანაწერი, რომელიც ბოლოს მოვისმინეთ, 2 წლის წინ არის გაკეთებული. ფარცხალაძესთან მას, ნორმალური, მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, დანარჩენს ის თავად იტყვის. სარდაფის ეპიზოდზე და ამ დეტალებზე, თავად გააკეთებს განცხადებას სასამართლო პროცესის შემდეგ“, - განაცხადა ადვოკატმა.
ლევან ყიფიანი ჩვენებას თვილისის საქალაქო სასამართლოში დღესწ მისცემს.
მასალის გამოყენების პირობები






