“2008 წელს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის მხარდაჭერა ქვეყნისა და ხალხის ღალატი იყო” – ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 16:03, 03 Oct, 2018     939

„ომიდან ორი თვის თავზე, ღალატს ღალატი დაამატეთ და დანაშაულს-დანაშაული და რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? რომელ სხვა პუნქტებზე ლაპარაკობთ? უმძიმესი ფორმით ჩაწერეთ ის ყველაფერი, რაც იყო თქვენი დანაშაული და რაზე მელაპარაკებით საერთოდ?",- ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ უმცირესობის წევრს, ელენე ხოშტარიას.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ქართული დელეგაციის მიერ 2008 წელს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუციის მხარდაჭერა ქვეყნისა და ხალხის წინაშე ჩადენილი ღალატი იყო.

„კამპანია უნდა იყოს ორიენტირებული მომავალზე. მომავალზე ისაუბრეთ ბატონებო და რაც შეეხება იმ რეზოლუციას, ისეთი ღალატი გაქვთ ჩადენილი ქვეყნის წინაშე და ჩვენი ხალხის წინაშე, რომ ამის გამოსწორება არ შეიძლება. ორი თვის თავზე ომიდან, ღალატს ღალატი დაამატეთ და დანაშაულს-დანაშაული და რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? რომელ სხვა პუნქტებზე ლაპარაკობთ? უმძიმესი ფორმით ჩაწერეთ ის ყველაფერი, რაც იყო თქვენი დანაშაული და რაზე მელაპარაკებით საერთოდ? რომელი მომავალი პრეზიდენტის სიტყვები შეიძლება ვიღაცამ წაიღოს მტკიცებულებად და ხელი რომ აუწიეთ იმ უბედურებას, მაშინ რაზე ფიქრობდით? დარბაზიდან მაინც გასულიყავით. რუსეთმა გაიტანა თავისთვის სასარგებლო რეზოლუცია და ჭკუა ეყოთ, რომ დარბაზიდან გასულიყვნენ, იმიტომ, რომ იმ პუნქტისთვის არ დაეჭირათ მხარი, რომელიც არ აწყობდათ. დარბაზიდან მაინც გასულიყავით",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42