ხმაური იყო დღეს პარლამენტში, სადაც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შეახსენა, რომ რეზოლუცია, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არის მიღებული და რომელშიც ერთ-ერთი პუნქტი რუსეთის მიერ არის გატანილი, მათ ოპოზიციის გასაკრიტიკებლად არ გამოადგებათ, რადგან სალომე ზურაბიშვილის რიტორიკა სწორედ ისეთივეა, რაც რეზოლუციის ამ ნაწილში წერია.
„თქვენ როდის იხმართ ტერმინს „სამარცხვინოს“ სალომე ზურაბიშვილზე? ახლა ჩავიდა სამცხე-ჯავახეთში და პირდაპირ რუსული ნარატივი გაიმეორა, რომ ჩემი ოპონენტი იქ თურქების საქმეს აკეთებდაო. მაშინ აღშფოთდებით, ახლა აზერბაიჯანული წარმოშობის მოქალაქეებთან რომ ჩავა და თუ იტყვის, რომ ის ოპონენტები სომხები არიან და გვიპყრობენო? რა უნდა ქნას, თუ ასლან აბაშიძის დროშა ააფრიალოს აჭარაში?როდის გეყოფათ ზღვარი და მიხვდებით რომ ეს სამარცხვინო კი არა საშიშია ქვეყნისთვის"-განაცხადა ბოკერიამ.
ამ განცხადების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობამ დარბაზი დატოვა, თუმცა მანამდე კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია ცრუობს და მის განცხადებებს ინტერპრეტირებულ სახეს აძლევს.
მასალის გამოყენების პირობები






