„არ არის დაცული ჩემი პირადი უსაფრთხოება“ - ზაზა ოქუაშვილის საგანგებო განცხადება
პოლიტიკა - 15:37, 03 Oct, 2018     1100

"ომეგა ჯგუფის: კომპანიების დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს:

„მედია საშუალებებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ 2018 წლის 04 ოქტომბერს, გამოძახებული ვარ საგამოძიებო ორგანოში მოწმის სახით გამოსაკითხად.

აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საგამოძიებო ორგანოსა და ფართო საზოგადოებას მსურს, მივაწოდო შემდეგი ინფორმაცია:

ვიმყოფები ლონდონში და ამჟამად, მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ჩემი დაბრუნება, ვინაიდან საქართველოში დაცული არ არის ჩემი პირადი უსაფრთხოება. ამავე დროს, არსებობს აშკარა საფრთხე იმისა, რომ ჩემი საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში გამოძიება წარიმართება არაობიექტურად და მიკერძოებულად და მოკლებული ვიქნები შესაძლებლობას, სრულყოფილად დავიცვა ჩემი ინტერესები.

აღნიშნული განცხადების საფუძველს მიქმნის ის გარემოება, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უშუალოდ იქცა „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ მიმართული რეკეტის ორგანიზატორად, სრულად აკონტროლებს სახელმწიფო ინსტიტუტებს როგორც ხელისუფლებაში ფორმალურად მყოფი, ისე არაფორმალური ძალაუფლების მქონე პირების მეშვეობით, რომლებიც საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებენ. აღნიშნული გარემოების დასტურია საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ თვალის დახუჭვა ყოფილი მთავარი პროკურორის ფარცხალაძის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რაც გამოიხატა არა მხოლოდ ,,ომეგა ჯგუფის“ მიმართ ჩადენილ დანაშაულში, არამედ მრავალ სხვა საზოგადოებისათვის კარგად ცნობილ ქმედებაში. ზემოაღნიშნულ საფრთხეს ასევე რეალურს ხდის ხელისუფლების მოქმედი ფორმალური თანამდებობის მქონე პირების უშუალო შემხებლობა და დაინტერესება საქმით. როგორც ვხედავ, პროკურატურა არ აპირებს არა თუ ბრალი წარუდგინოს ამ პირებს, არამედ, დღის წესრიგში მათი გამოკითხვის საკითხიც კი არ დგას. ამდენად ის გარემოება, რომ ჩვენს მიმართ დანაშაულის ჩამდენი ზოგიერთი სხვა პირი კანონზე მაღლა დგას არის საფრთხის შემცველი ჩემი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.

ასევე მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ უკანასკნელ დღეებში გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც არა მხოლოდ უხეშად ლახავს ჩემი უდანაშაულობის პრეზუმფციას, არამედ წარმოადგენს პირდაპირ მითითებას ჩემს დასაპატიმრებლად.

მიუხედავად ამისა, მზად ვარ ვითანამშრომლო გამოძიებასთან და დიდ ბრიტანეთში ან ევროპის რომელიმე სხვა სახელმწიფოში გამოვიკითხო ჩემი ადვოკატების მონაწილეობით, რა დროსაც სრულად გავცემ პასუხს გამომძიებლის ან/და პროკურორის მიერ დასმულ ყველა შესაძლო შეკითხვას.

დარწმუნებული ვარ, რომ უკანონობა და უსამართლობა დიდხანს ვერ გაგრძელდება და მალე მომეცემა საქართველოში ჩამოსვლისა და ქვეყნის განვითარებაში ჩემი წვლილის შეტანის საშუალება“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42