ადგილზე იმყოფებოდნენ ბრალდებულის მეუღლე თაკო სალაყაია და მისი ადვოკატები.
სალაყაია აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარი მიზეზების გამო ვანო მერაბიშვილს ნახვის საშუალება არ ეძლევა.
მისი თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტრო ითხოვს ვანო მერაბიშვილის მკურნალი ექიმის რეკომენდაცია, რომ მას ნამდვილად შეუძლია ნახოს მეუღლე კლინიკაში, ეს მაშინ, როცაოჯახისთვის ამ დრომდე უცნობია, თუ ვინ არის მერაბიშვილის მკურნალი ექიმი.
ამასთან სალაყაიას განცხადებით, მერაბიშვილის სანახავად ნებართვის მისაღებად ის დოკუმენტები მოსთხოვეს, რაც დიდი ხანია, ბაზაში აქვთ.
„გუშინ გავიგეთ, რომ ის კვლავ კლინიკაში იყო გადაყვანილი. მოითხოვე მისი ნახვა, შევიტანე განცხადება. დღეს გამცეს პასუხი და მოითხოვეს ჩემგან: განმცხადებელი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; მსჯავრდებულთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი და მკურნალი ექიმის რეკომენდაცია. არ ვიცი რატომ არ მიშვებენ ვანოს სანახავად. ჩემი აზრით, უბრალოდ გვაწვალებენ, ალბათ, დაგვცინიან კიდევაც”- თქვა სალაყაიამ.
მისი თქმით, მერაბიშვილს სექტემბერში შუშის მიღმა ტელეფონით ესაუბრება.
“მინდა ვნახო, მაინტერესებს როგორ არის ფიზიკურად ჩემი მეუღლე. ამის აუფლება რატომ არ მაქვს, ვერ ვხვდები. არასდროს ყოფილა ჩვენთან რამე შეთანხმებული, არც გამოკვლევა, არც გადაყვანა. მოვითხოვ, რომ ვიცოდე ვინ არის მკურნალი ექიმი, რატომ არ მიშვებენ, რატომ არ შეიძლება რომ მოვინახულო, წამებაა ადამიანის? რა კვლევებს უტარებენ, იქნებ, არ ვარ თანახმა იმ კვლევების და სხვა კვლევები უნდა გაიკეთოს“, - განაცხადა სალაყაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






