„გვინდა, ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეთ დასავლეთისკენ და ასეთი კამპანიით, რასაც ოპოზიცია წარმართავს, მეტად ნამდვილად ვერ დავახლოვდებით ევროპასთან“ - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 14:49, 03 Oct, 2018     714

„სალომე ზურაბიშვილი 18 ნოემბერს საპრეზიდენტო ფიცს დადებს და თქვენ მისთვის ნაძახები გექნებათ „მოღალატე", „სამარცხვინო" და ასე შემდეგ",- ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის მიერ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ის, რასაც ოპოზიცია აკეთებს, შორს არის ევროპისგან. პარლამენტის თავმჯდომარემ ოპონენტებს საარჩევნო კამპანიის შავი პიარისა და ლანძღვის გარეშე წარმართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„ ჩვენ ვირჩევთ საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც უნდა იყოს ნეიტრალური თანამდებობის პირი. ეს ქალბატონი 18 ნოემბერს საპრეზიდენტო ფიცს დადებს და თქვენ მისთვის ნაძახები გექნებათ „მოღალატე", „სამარცხვინო" და ასე შემდეგ და მერე ხომ გექნებათ ის მოთხოვნა, რომ ის უნდა იყოს ზეპარტიული და ასე შემდეგ. ის მაინც იქნება ზეპარტიული, მაგრამ ძალიან ცუდ რამეს აკეთებთ, სახელმწიფოებრივად ცუდ რამეს აკეთებთ და ამიტომ გეუბნებით, ჯობია, გვერდზე გადადოთ ეს კამპანია. არ ვეძახი თქვენს კანდიდატს „კაგებეშნიკს" მიუხედავად იმისა, რომ ჯიბეში უდევს შესაბამისი წიგნაკი და დღედაღამე გველაპარაკება რუსეთის სიყვარულზე. პასპორტი ჯიბეში მექნება თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, გულიდან ვერ წაშლით რუსეთის სიყვარულსო - ამას ამბობდა გრიგოლ ვაშაძე და დაამთავრეთ საუბარი ამ ღალატზე და სამარცხვინოზე. შორს არის თქვენგან ევროპა და დასავლეთი, ძალიან შორს არის, მაგრამ გარეგნულად იქნებ მიემსგავსოთ ამ ყველაფერს. ეს არის სახელმწიფოებრივი თხოვნა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ შავი პიარის, ლანძღვის, გინების, უბედურების და რაღაცების გარეშე, წარმართოთ საარჩევნო კამპანია ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ვართ ევროპული სახელმწიფო. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს პრეტენზია ევროპელობაზე და თქვენ რასაც აკეთებთ, ის ძალიან შორს არის ევროპისგან და დასავლეთისგან. ჩვენ გვინდა, ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეთ აქეთკენ და ასეთი კამპანიით, რასაც თქვენ წარმართავთ, ჩვენ მეტად ვერ დავახლოვდებით ნამდვილად ევროპასთან",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42