„არჩევნები წარმართეთ ბინძური კამპანიის გარეშე - ეს არის სახელმწიფოებრივი თხოვნა“ - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 14:49, 03 Oct, 2018     925

„სალომე ზურაბიშვილმა შემოგთავაზათ ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია და პასუხი რა არის? გამოდიხართ და კონკრეტულ კანდიდატს, ქალბატონს უწოდებთ სამარცხვინოს",- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უმცირესობის წევრის, აკაკი ბობოხიძის განცხადებას.

პლენარულ სხდომაზე, ირაკლი კობახიძემ, ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდა, საარჩევნო კამპანია „ბინძური ტერმინოლოგიის გამოყენების გარეშე" წარმართოს.

მისი თქმით, ეს არის მისი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის, სახელმწიფოებრივი თხოვნა.

„ეს ბინძური კამპანია რომ შეაჩეროთ, არ გინდათ? ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ წარმართულიყო ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია. ეს იყო მისი ინიციატივა. ევროპელი ქალბატონია, ევროპული ფესვებით, ზოგიერთი „კაგებეშნიკი" კანდიდატისგან განსხვავებით. მან შემოგთავაზათ ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია და პასუხი რა არის: გამოდიხართ და კონკრეტულ კანდიდატს, ქალბატონს უწოდებთ სამარცხვინოს. აი როგორ შეიძლება, ამის შემდეგ ვიღაც გენდოთ და ვიღაც რაღაცაში გამოგყვეთ. კიდევ ერთხელ, ჩემი მოწოდება, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის არის, რომ გააჩერეთ ძალიან გთხოვთ ეს, ნუ უწოდებთ სამარცხვინო კანდიდატს. ეს არის ჩემი სახელმწიფოებრივი თხოვნა თქვენს მიმართ. აქ არ არის საუბარი პოლიტიკურ პარტიებზე. ეს არის ჩემი სახელმწიფოებრივი თხოვნა თქვენს მიმართ, რომ საპრეზიდენტო კამპანია წარმართეთ ამ ბინძური ტერმინოლოგიის გამოყენების გარეშე. ხომ არ შემოვდივარ იმის განხილვაში, ვინ არის სამარცხვინო და ვინ არ არის სამარცხვინო, სახელმწიფოებრივი თხოვნაა, ბინძური კამპანიის გარეშე წარმართეთ ეს არჩევნები",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42