ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი დაიწყო
პოლიტიკა - 14:31, 03 Oct, 2018     699

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის საარჩევნო საკითხებზე ტრენინგი დაიწყო. სწავლების მონაწილეებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ექსპერტი დავით ღონღაძე მიესალმნენ.

სწავლების ძირითადი თემები საარჩევნო პროცესში მედიის როლი და საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეების მიმოხილვაა. საარჩევნო ადმინისტრაციის, ცესკოს სწავლების ცენტრის, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლები ჟურნალისტებს დეტალურად აცნობენ საკითხებს კენჭისყრის დღეს ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციებზე, ასევე გენდერულ თანასწორობაზე არჩევნებში, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობაზე, არჩევნების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესახებ, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკანონმდებლო მექანიზმებზე და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თაობაზე, არჩევნების გაშუქების თვალსაზრისით საერთაშორისო გამოცდილებაზე და გაშუქების ძირითად სქემებზე.

„საარჩევნო ადმინისტრაცია სწავლების ცენტრთან და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან ერთად აგრძელებს ტრადიციას, და წელსაც რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის დაიწყო სამდღიანი სწავლების ციკლი, იმისთვის, რომ არჩევნების წინ ყველამ ერთად გავიაროთ და შევხედოთ რა სიახლეა კანონმდებლობაში, რა არის არჩევნები, როგორია მისი გაშუქების კარგი და საერთშორისო სტანდარტები და ა.შ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, მომდევნო სამი დღე იქნება ნაყოფიერი და ძალიან სასარგებლო ჟურნალისტებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების წინ“,- აღნიშნა გიორგი შარაბიძემ.

ტრენინგებს ცესკო და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერათაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით, „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციასა“ და „ჟურნალისტიკის რესურს ცენტრთან“ თანამშრომლობით ატარებს.

სამი დღის განმავლობაში სწავლებას როგორც ტელე/რადიო მაუწყებლობის, ისე ბეჭდური და ონლაინ მედიის 70-ზე მეტი ჟურნალისტი გაივლის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42