2019 წლის 1 იანვრიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დანაყოფი იქნება
პოლიტიკა - 14:23, 03 Oct, 2018     472

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მთავრობის სხდომაზე წარდგენილი იქნა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის მიხედვით მომავალი წლიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში გააგრძელებს საქმიანობას.

კანონპროექტში ცვლილებების მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების და „მცირე მთავრობის“ კონცეფციის ფარგლებში მოქნილი, ოპერატიული და ეფექტიანი სამთავრობო ინსტიტუტების ჩამოყალიბება. ასევე, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საგანგებო სიტუაციების მართვის ეფექტიანი სისტემის შექმნა, რასაც ხელს შეუწყობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო ტექნიკური აღჭურვილობა და ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების ადამიანური რესურსი.

ცვლილება შედის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ კანონში და მის თანმდევ 36 კანონში. 2019 წლის 1 იანვრიდან პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ყალიბდება შსს-ს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად და ანგარიშვალდებული იქნება პრემიერ-მინისტრის, ასევე შინაგან საქმეთა მინისტრის წინაშე.

უცვლელი რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სტრუქტურა (მათ შორის მის სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო).

საკანონმდებლო ცვლილებებს მთავრობის შუამდგომლობის შემდეგ პარლამენტი განიხილავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42