„PostEurop-ის სხდომის თბილისში ჩატარება არის იმ პროგრესის შედეგი, რომელსაც საქართველომ საფოსტო მომსახურების სფეროში მიაღწია" - გიორგი ქობულია
პოლიტიკა - 14:18, 03 Oct, 2018     620
„საქართველო დაინტერესებულია საფოსტო მომსახურეობის სფეროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებით, რადგან ჩვენთანაც საკმაოდ დიდი ტემპებით ვითარდება ელექტრონული ვაჭრობა და უნდა ვიყოთ ამ დარგის მოწინავე პოზიციაზე" - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ თბილისში PostEurop-ის 34-ე პლენარული სხდომის გახსნის ღონისძიებაზე, რომელსაც „საქართველოს ფოსტა" მასპინძლობს. პლენარულ სხდომას 49 ქვეყნის 52 საფოსტო ოპერატორის მაღალი რანგის მენეჯერები ესწრებიან.

ფორუმის ფარგლებში, 2-4 ოქტომბერს, ეკონომიკის სამინისტროს შპს „საქართველოს ფოსტის" მხარდაჭერით თბილისში ასევე იმართება „ბიზნეს ინოვაციების ფორუმი," სადაც ევროპის სხვადასხვა კომპანიები წარმოადგენენ საფოსტო ბიზნესთან დაკავშირებულ ინოვაციურ პროდუქტებს, პროექტებს და ხედვებს. მიმდინარე წელს, PostEurop ბიზნეს ინოვაციის ფორუმმა ყველაზე საინტერესო საფოსტო სტარტაპებს მოუყარა თავი. მათ შორის წარდგენილნი არიან წარმატებული კომპანიები სხვადასხვა სფეროდან, მათ შორის: ინტერნეტ ინდუსტრიის, ელექტრონული კომერციის, ხელოვნური ინტელექტის, ავტომატიზაციასა და ციფრული რეკლამის სფეროებიდან.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ამ რანგის ფორუმის ჩატარება საქართველოსთვის დიდი პატივია. „დღესდღეობით, საფოსტო ოპერატორები და ეკონომიკის ეს სექტორი ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს, რადგან ელექტრონული ვაჭრობა ძალიან პოპულარული ხდება და ბევრი ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ელექტრონულ ვაჭრობას უნდა მოემსახუროს საფოსტო ოპერატორი - მიუტანოს შემკვეთს შეძენილი ნივთი, შესაბამისად, ძალიან დიდი მოლოდინია, თუ რა ინოვაციებს წარმოადგნენ საფოსტო ოპერატორები და როგორ მიაღწევენ კიდევ უფრო მაღალ მომსახურების სტანდარტებს" - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მინისტრმა „საქართველოს ფოსტის" საქმიანობა დადებითად შეაფასა. „მე შევისწავლე მათი მუშაობის სტანდარტები და ძალიან შთამბეჭდავია შედეგები, რომლებსაც ჩვენმა ფოსტამ მიაღწია ხარისხით თვალსაზრისით. ვიმედოვნებ, რომ ის პროგრესი, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს, მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ დაინახა და ამიტომ შეიკრიბნენ დღეს ჩვენთან, რომ ჩვენგან რაღაც ისწავლონ და ჩვენც ვისწავლოთ მათგან", - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42