სალომე ზურაბიშვილმა „ოცნებას“ ისევ უხერხულობა შეუქმნა - უმრავლესობის წევრები განმარტებებს აკეთებენ
პოლიტიკა - 13:33, 03 Oct, 2018     5966

ახალქალაქში სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო უმრავლესობა ისევ თვის მართლების რეჟიმშია. „ოცნების“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ზურაბიშვილს განსაკუთღებული არაფერი უთქვამს. მეტიც, ისინი ეთანხმებიან ზურაბიშვილის მოსაზრებას, რომ წინა ხელისუფლების დროს პრეზიდენტი სააკაშვილი მხოლოდ თურქეთიდან გადმოსულ მოქალაქეებს ანიჭებდა ორმაგ მოქალაქეობას.

„ფაქტი ერთი არის მართლა ის, რაც საზოგადოებას ახსოვს, ბოლო პერიოდში მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად ყოფნის, რომ ძალიან ბევრი ასე ვთქვათ მოქალაქეობა იქნა თვითონ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან დარიგებული, ოღონდ რა დამსახურებებით ეს არავინ არ იცის. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მანამდე არ იყო საქართველოს მოქალაქე, სწორედ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გახდა საქართველოს მოქალაქე და ამაზე არავის არ უთქვამს ახსნა, თუ რატომ მოხდა ასეთი მასიური დარიგება საქართველოს მოქალაქეობის. ალბათ, სწორედ ეს იგულისხმა სალომე ზურაბიშვილმა და მეტი არაფერი,“- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილის თქმით, ზურაბიშვილის განცხადების კონტექსტი არ იცის, თუმცა მიაჩნია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატს ეთნიკური შუღლის გაღვივება არ სურს.

„მე არ ვიცი კონკრეტულად ამ განცხადების კონტექსტი, სად იყო გაკეთებული და ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით. არა მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილს რამე განწყობა ჰქონდეს, რომ ეთნიკური შუღლი გააღვივოს ქვეყანაში, არა მგონია. მით უმეტეს საქართველოს მოქალაქეობის მიცემაზეა საუბარი და არა წართმევაზე,“- განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

„ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ეთნიკურ სომხებთან შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილი, თურქი ეროვნების მოსახლეობის მიმართ პრივილეგიების მინიჭებაში დაადანაშაულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42