მინისტრის შეფასებით, „ყოველი მომდევნო ჩანაწერით ეს მოვლენა უფრო და უფრო აბსურდული ხდება”.
მაჭავარიანმა „ომეგა ჯგუფის" წარმომადგენლები ტყუილის ტირაჟირებაში დაადანაშაულა.
„ფინანსთა სამინისტროსთან აქცია ჰქონდათ და გამოაცხადეს ფინანსთა მინისტრი გაიპარაო, როცა საღამოს 10 საათამდე ოფისში ვიყავი. მე შევხვდი მათი დაჟინებული თხოვნის შემდეგ ზაზა ოქუაშვილს, მისმა მეუღლემ განაცხადა დაგვიბარაო. იმდენს და ისე იტყუებიან, დარწმუნებული ვარ, რომ ეს აბსურდის თეატრი საბოლოოდ იმდენად აბსურდული იქნება, რომ ამით დამთავრდება ეს ისტორია",- განაცხადა მაჭავარიანმა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა კონტაქტი ლევან ყიფიანთან ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, მაჭავარიანმა განაცხადა, რომ არ ჰქონია.
„უამრავი წევრია „ქართულ ოცნებაში“ და თქვენ გგონიათ ყველასთან ვრეკავ, ვინ სახურავზე დარბის და ვინ სარდაფში?" - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
ფინანსთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ზაზა ოქუაშვილს შეხვდა, ეგონა რომ იქნებოდა რაიმე ტიპის გრაფიკზე საუბარი, თუმცა ის აბსოლუტურ უარზე იყო.
მასალის გამოყენების პირობები






