"მოკლედ, დაახლოებით ესე იყო: კონსტრუქციის სახით მინარეთი შემოვიდა საბაჟოზე, შეივსო დეკლარაცია (ვინ შეავსო, საინტერესოა), მიენიჭა სასაქონლო კოდი 73089099000, განბაჟდა, გადახდილია თანხა, მინარეთის ღირებულების 18% + მომსახურება, სულ: 3173 ლარი (2773 - დღგ 400 - მომსახურების) - მინარეთი დამონტაჟდა უნებართვოთ (1 ღამეში) მინარეთის მოწინააღდეგეები აღშფოთდნენ. . .
საპატრიარქოს რადიკალური ფრთა რეაგირებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრება თვითშემოქმედებით. სახელმწიფო დაჩმორდა და გადაწყვიტა "აქტიური უმრავლესობის" გულის მოგება; გაისმა ზარი გამგებელთან - დავალება: მინარეთის მოხსნა (უკანონო მშენებლობიდან გამომდინარე) გამგებელმა დავალება არ შეასრულა.
ჩატარდა თათბირი - სახელმწიფოს მაღალჩინოსნები ბჭობენ, გამოსავალს ეძებენ. ვიღაცა "ჭკვიანმა" გაიხსენა, რომ არსებობს "სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით გაფორმებული საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმება".
შავი საქმის გაკეთება "შეეტენა" - შემოსავლების სამსახურს, პოლიცია კოორდინაციას უწევს და "უსაფრთხოებას იცავს", ფინანსურ პოლიციას დაევალა "ურჩი" გამგებლის დაკავება, მინარეთი მოხსნეს - ხალხი გაილახა, მოხსნის მოწინააღდეგეები დააკავეს.
გამგებელი დაკავებულია, საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა აღშფოთდა, ექსპერტიზა ჩატარდა და დადგინდა, რომ კოდი არასწორად არის მისადაგებული მინარეთზე და უნდა გამოყენებულიყო სასაქონლო კოდი 94060038000, შესაბამისად, გადახდილიყო ღირებულების 12% საბაჟო გადასახადი 1080 დოლარით მეტი. (თუ EUR.1 სერთიფიკატს წარადგენდნენ - ამ გადასახადისაგან განთავისუფლდებოდნენ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე) ექსპერტიზამ ასევე დაადგინა, რომ წონაც განსხვავებული აქვს მინარეთს: დეკლარაციაში მითითებული იყო 240 კილოგრამით ნაკლები (2940 კგ. ნაცვლად - 2700).
დაჩმორებული სახელმწიფო იწყებს ნამოქმედარის "გაპრავებას", იუსტიციის მინისტრს დაავიწყდა კონსტიტუცია და აცხადებს: "მოგვიწევს ვიმსჯელოთ, უნდა იყოს თუ არა მინარეთები საქართველოში". ოპოზიცია აკრიტიკებს ხელისუფლებას ნამოქმედარისთვის, სხვადასხვა აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები "აპრავებენ" ნამოქმედარს, ოპოზიცია მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას, ვრცელდება განცხადება, რომ შემოსავლების სამსახური აღადგენს მინარეთს თავისი ხარჯებით, მეუფე იაკობი აცხადებს რომ მინარეთი აღარ აღდგება...
სახელმწიფო ისევ დაჩმორდა - მოკლე შედეგი: სახელწიფო ბიუჯეტი შეივსო სადავო 1080 დოლარით, ქართულმა ოცნებამ დაკარგა, როგორც მინიმუმ, საქართველოს მოსახლეობის 9.9% მხარდაჭერა (საქართველოს მუსლიმი მოსახლეობა) კანონი არაერთხელ უხეშად დაირღვა, სახელმწიფო კი დაჩმორებული დარჩა..."
მასალის გამოყენების პირობები






