ციხის კადრებზე ავთენტურობის დადასტურებას უნდა დავლოდებოდით? - მიხეილ ბენიძე კობახიძეს პასუხობს
პოლიტიკა - 12:29, 03 Oct, 2018     1890
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი მიხელ ბენიძე ირაკლი კობახიძეს პასუხობს, რომელმაც "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობოების მეირ გავრცელებული განცხადაებას პოლიტიკური გაერთიანება უწოდა.


ბენიძის თქმით, უმრავლესობას სურს, რომ არასამთავრობოები ჩუმად იყვნენ.

"დღეს მმართველი პარტიის მესიჯ-ბოქსი იყო, გამოძიების დასრულებას რატომ არ დაელოდნენ და ჩანაწერების ავთენტურობის დადასტურებამდე რატომ გააკეთეს განცხადება არასამთავრობოებმაო.

ამ ლოგიკით გამოდის, რომ 2012 წლის სექტემბერში ციხის კადრები რომ დაიდო და იმავე საღამოს, რამდენიმე წუთში "ფეისბუქზე" განცხადება დავდეთ, არასწორად მოვქცეულვართ და ჯერ სააკაშვილის პროკურატურის მიერ გამოძიების დასრულებას და კადრების ავთენტურობის დადასტურებას უნდა დავლოდებოდით.

ასევე, გამოდის, რომ არაფერი უნდა გვეთქვა აფგან მუხთარლის გატაცების, ფარული ჩანაწერების გავრცელების, გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის და სხვა ფაქტებზე, რადგან არცერთ ამ გახმაურებულ საქმეზე გამოძიება არ დასრულებულა და შედეგი არ დამდგარა.

ნუ ცხადია, ხელისუფლებას უნდა რომ ყველა ამ თემაზე ჩუმად ვიყოთ და პირში წყალი ჩავიგუბოთ, მაგრამ ჩვენი როლი ზუსტად ის არის, რომ ხელისუფლება კომფორტში კი არ ვამყოფოთ და მისი მითითების მიხედვით ვილაპარაკოთ ან დავდუმდეთ, არამედ რომ ხმამაღლა მივუთითოთ პრობლემებზე და მოვითხოვოთ კონსტიტუციის და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემა.

P.S.: რადგან ასე ძალიან აეწვათ კუდი და სამოქალაქო სექტორს შემოგვიტიეს, მათ შორის სამარცხვინო მანიპულაციებით გაჯერებული ტელესიუჟეტებით ხელისუფლების ლოიალურ არხზე, ესე იგი ჩვენმა განცხადებამ თავისი ფუნქცია შეასრულა და ზუსტად მოხვდა მიზანში" - განაცხადა ბენიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42