ჩვენ გვაქვს გეგმა, მოვამზადოთ ათობით ათასი სპეციალისტი სხვადასხვა დარგებში -გიორგი ქობულია
პოლიტიკა - 11:34, 03 Oct, 2018     700
„აშშ-ის მთავრობა და USAID (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) მზადაა, დაგვეხმაროს მასობრივი გადამზადების პროგრამების განხორციელებაში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელ პიტერ უიბლერთან შეხვედრის შემდეგ.


შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და აშშ-ის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ვაჭრობისა და ინვესტიციებზე მაღალი დონის დიალოგის ფარგლებში შეხვედრის გამართვის მნიშვნელობაზე აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დონეზე. აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (FTA) დაწყების შესაძლებლობა წარმოადგენს პრიორიტეტს ორმხრივი სავაჭრო-ურთიერთობების განვითარების მიმართულებით.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა დახმარების პროგრამებზე, რომელთაც USAID-ი ახორციელებს საქართველოში. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტექნიკური განათლების სფეროში მასობრივი გადამზადების პროგრამებზე.

„ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ მოვამზადოთ არა ასობით და ათასობით, არამედი ათობით ათასი სპეციალისტი სხვადასხვა დარგებში. ეს იქნება მასშტაბური პროგრამა, რომელშიც ამერიკის მთავრობა და USAID-ი მნიშვნელოვან როლს ითამაშებენ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე, ნათია თურნავა და ეკატერინე მიქაბაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42