„ოცნება" მმართველობის 6 წლისთავზეც ვერ გასცდა ყველაფრის „ნაცმოძრაობისთვის" დაბრალებას“ - სულხან სალაძე
პოლიტიკა - 10:44, 03 Oct, 2018     792
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელი სულხან სალაძე პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ჩამოყალიბებულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება არასამთავრობო სექტორი.

საია-ს ხელმძღვანელი „ქართულ ოცნებას" პრობლემებზე აქცენტის გადატანას ურჩევს.

„არასერიოზულია ამ ტიპის შეფასებები სამოქალაქო სექტორთან დაკავშირებით. როდესაც მთავარ კითხვებზე მათ არ აქვთ პასუხები, ყველაზე იოლია ვინმეს დააბრალო პოლიტიკური პროექტის ნაწილად ყოფნა. ეს არ არის სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე პასუხი. ეს არ არის სამართალდამცავ სისტემებში არსებულ პრობლემებზე პასუხი. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება" მმართველობის 6 წლისთავზეც ვერ გასცდა, ყველას და ყველაფრის „ნაციონალური მოძრაობისთვის" დაბრალებას, მათ შორის სამოქალაქო სექტორის „ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოციაციურად დაკავშირებას.

შევახსენებ მათ, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ემთხვეოდა ჩვენი შეფასებები დღევანდელი ხელისუფლების, ანუ მაშინდელი ოპოზიციის შეფასებებს. ბუნებრივია, დღეს ხელისუფლება არ დაიწყებდა იმაზე საუბარს, რომ ჩვენი მხრიდან კრიტიკა მაშინ მათთვის მისაღები იყო, მაგრამ მათი ის პასუხი, რომელიც სამოქალაქო სექტორის მიმართ გამოიყენეს და რომელიც გუშინ ყველა მედიასაშუალების პრაიმტაიმში იყო, მოკლებულია დასაბუთებას. მოვუწოდებდი, რომ მეტი აქცენტი გადაიტანონ პრობლემებზე და დაანებონ თავი სამოქალაქო სექტორის ვინმესთან მიკერძოებაზე ძებნას,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42