"კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის ინიციატორს არ ჰქონდა უარყოფითი განზრახვა"- კობახიძე
პოლიტიკა - 09:57, 03 Oct, 2018     1305
კანაფის კულტივაციის საკითხი არის შეჩერებული დღეს, ყველა ვართ საარჩევნო რეჟიმში. ჩვენ არ ვიცით როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, მოვუსმენთ საზოგადოებას, მოვუსმენთ ეკლესიას",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.


ირაკლი კობახიძემ კანონპროექტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ კანონპროექტი ნარკოტიკების წარმოება-გასაღებას არ ითვალისწინებს. მისივე თქმით, სხვა ქვეყნების გამოცდილებით, არ არსებობს არალეგალური გზით გადინებისა და ქვეყნის იმიჯის დაზიანების საფრთხე. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კათოლიკოს-პატრიარქთან გამართულ შეხვედრაზე სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

„კანაფის კულტივაციის საკითხი არის შეჩერებული დღეს, ყველა ვართ საარჩევნო რეჟიმში და შესაბამისად, ამისთვის არც არავის სცალია . ჩვენ არ ვიცით როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი, ჩვენ მოვუსმენთ საზოგადოებას, მოვუსმენთ ეკლესიას, ესეც არის კიდევ ერთი, თქვენ არ მოგწონთ შედარებები, მაგრამ ერთი პრინციპული განსხვავება ჩვენს ხელისუფლებასა და წინა ხელისუფლებას შორის, საზიზღარ ნაციონალებს შორის,( კარგია რომ აღიარებთ) პრინციპული განსხვავებაა ეკლესიასთან დამოკიდებულებაც, გახსოვთ წინა ხელისუფლების დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ. რაც შეეხება ამ საქმეს, ჩვენთვის მთავარი არის , როდესაც კონკრეტული ინიციატივით გამოდის სახელისუფლებო გუნდი, ის არის პასუხისმგებელი საზოგადოებისთვის იმის თქმაზე, მას ჰქონდა ცუდი რამე ჩაფიქრებული, თუ კარგი, შესაბამისად, აქ მთავარია, საზოგადოებისთვის იმის თქმა, რომ ცუდი არაფერი არ იყო ჩაფიქრებული. ძალიან მოკლედ შევეხები არგუმენტებს, არის საუბარი ნარკოტიკების წარმოება-გასაღებას ითვალისწინებს თუ არა ეს კანონპროექტი? პასუხი არის - არა. მეორე, არსებობს თუ არა საფრთხე, რომ მოხდეს გადინება არალეგალური გზით გარეთ, ამასთან დაკავშირებით არსებობს უამრავი ქვეყნის, ისრაელის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, აშშ - ამ ქვეყნების გამოცდილება მეტყველებს იმაზე, რომ ამ ტერიტორიის დაცვა უმარტივესად ხდება. რაც შეეხება იმიჯი ხომ არ დაზარალდება ჩვენი ქვეყნის, აქაც არის ნათელი პასუხი არის ისრაელი, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა , აშშ და კიდევ სხვა ქვეყნები, სადაც ხდება კანაფის კულტივაცია-წარმოება არა ნარკოტიკების წარმოების გზით და იქ უარყოფითად არ აისახება ქვეყნების იმიჯზე. ჩვენი თხოვნა იყო პატრიარქის მიმართ, რომ გვსურს საუბარი ზუსტად ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა, ძალიან თბილი და პოზიტიური, ჩვენთვის ეს არის მთავარი, ჩვენ გვინდა საუბარი რაზე: მთავარი არის ის, რომ ჩვენ ერთიანად შევჯერდეთ იმაზე, რომ ინიციატორს არ ჰქონდა უარყოფითი განზრახვა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი შეფასებით, წინა ხელისუფლების მიერ ჩადენილი ერთერთი მთავარი დანაშაული კონსლიდირებული ელიტების მოსპობა იყო, თუმცა, ირაკლი კობახიძის თქმით, ქვეყანას ჰყავს ადამიანები, რომლებსაც აქვთ ავტორიტეტი და რომლებთანაც საჭიროა საუბარი. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პირველ რიგში, საჭიროა საუბარი ეკლესიასთან.

„ერთ-ერთი მთავარი დანაშაული, რაც ჩაიდინა მაშინ წინა ხელისუფლებამ იყო ის, რომ ელიტები მოსპეს ქვეყანაში, ეს იყო მათი მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგი. კონსოლიდირებული ელიტები საზოგადოებას სამწუხაროდ არ ჰყავს, მაგრამ ქვეყანას ჰყავს ადამიანები, რომელთაც აქვთ ავტორიტეტი, ობიექტური საფუძვლით და რომლებთანაც საჭიროა საუბარი და საჭიროა ცალკე გამოიყოს ეკლესია, რომელთანაც პირველ რიგშია საუბარი საჭირო",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არჩევანში" სტუმრობისას. ​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42