ხმაური იყო თოქშოუ "არჩევანის" სტუდიაში. ზვიად ძიძიგურის გაღიზიანება ნიკა მელიას მხრიდან "ქარული ოცნების" კრიტიკას მოჰყვა.
საპასუხო განცხადებაზე ნიკა მელია ადგილიდან წამოდგა და ზვიად ძიძიგურს მიმართა რომ ის წარმოადგენს ხელისუფლებას რომელიც მკვლელებს მფარველობს და ბიუჯეტიდან მოქალაქეების ფულს იპარავს.
„მკვლელების მფარველები ხართ!“ - მიმართა ნიკა მელიამ ძიძიგურს, რაზეც მმართველი პარტიის ლიდერმა მას მოუწოდა, რომ დაბრუნებულიყო ადგილზე.
„დაეგდე იქ!“ - მიმართა ძიძიგურმა მელიას.
ჩხუბში ჩაერთო ვატო შაქარიშვილი და მამუკა მდინარაძე, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის კრიტიკაზე გაღიზიანდნენ.
„შენი პრეზიდენტო მახსოვსმ რომ ფორთხავდა იქ,“ - მიმართა შაქარაშვილმა მელიას, ხოლო მდინარაძემ ტერიტორიების დაკარგვაში დაადანაშაულა.
შაქარიშვილის საპასუხოდ გიორგი ვაშაძემ, ქართული ოცნების წევრს "ქრთამისტი" უწოდა.
„გაჩუმდი, ოროსანო! სამარცხვინო ხარ მაგ მესიჯბოქსით... მამარდაშვილიდან მეორე წინადადებას ვერ იტყვი... გაჩუმდი ეხლა...!“ - მიმართა ვაშაძემ შაქარაშვილს, რომელმაც მას ადეიშვილის მოადგილეობა შეახსენა.
"შე ადეიშვილის მოადგილე!... ეს იყო ადეიშვილის მოადგილე, ვიზე ლაპარაკობს!" - მიმართა შაქარაშვილმა გიორგი ვაშაძეს.
მასალის გამოყენების პირობები






