მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კონკურენტებს შესთავაზა, რომ წარემართათევროპული სტილის კამპანია, თუმცა, ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს შავი პიარის გამოყენებით ომს და ამის ნაწილია ომეგა ჯგუფის საქმეც.
„ამ კამპანიის ნაწილია ომეგას საქმე. მე პოლიტიკურ ზეწოლას ბიზნესზე მთლიანად გამოვრიცხავ. არის ბიზნესმენი ოქუაშვილი, რომელიც ამბობს რას? - ერთი, ის ამბობს, რომ კაპიკი არ გადაუხდია არავისთვის წლების განმავლობაში. ეს არის ის ბიზნესმენი, რომელსაც ნაცმოძრაობამ წაართვა ბიზნესი. ქვეყნიდან იძულებულ იყო, გაქცეულიყო და რა გააკეთა ქართული ოცნების ხელისუფლებამ. ოქუაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაიბრუნა ბიზნესი და ტელევიზია და მისთვის არავის არაფერი მოუთხოვია. მთელი ამ წლების განმავლობაში მას კაპიკი არ გადაუხდია არავისთვის. მეორე - თავად ამბობს, რომ მას 11-ჯერ გადაუვადეს დავალიანება. ამ შემთხვევაში დასკვნა არის უტყუარი. თუ შენ ფული არავისთვის გადაგიხდია და 11-ჯერ გადაუვადეს ვალი. გამოდის, რომ იქით გქონია ზეწოლა სახელმწიფოზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






