სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ჩანაწერებში უამრავი კომიკური ფაქტი იყო.
"ორი კაცი როცა წერს რაღაცას ჯერ იმათგან უნდა გაარკვიო რამე ხდება თუ არა ამ შემთხვევაში. ჯერ გავიგოთ კაცო ოქუაშვილისგან და ყიფიანისგან რამე ხდება საერთოდ?
არანაირი მტკიცებულების ნიშანიც კი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე ზეწოლას ჰქონდა ადგილი. ჯერ კეთილი ინებონ ამ ადამიანებმა ვინც არიან ავტორები ამ ჩანაწერის, ეს არიან ზაზა ოქუაშვილი და ლევან ყიფიანი. ჯერ კეთილი ინებონ და მიაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოებს და თუ რაიმე ნიშანწყალი გამოიკვეთება და ამის რომ ეშინიათ სავარაუდოდ მაგიტომ ვერ აძლევენ ინფორმაციას სამართალდამცავ ორგანოებს. უამრავი კომიკური ფაქტი იყო ამ ჩანაწერებში, მაგალითად ოქუაშვილი საუბრობდა იმაზე, რომ ზაფხულში იყო გადაღებული და ეცვა იმსისქე დუბლიონკა, რომ ზაფხულში ნამდვილად ვერ ჩაიცვამ. უამრავი კომიკური ფაქტია ამ ყველაფერში. ჯერ პროკურატურამ უნდა დაადგინოს, რომ რაიმე შეხება აქვს თუ არა სერიოზულობასთან ამ ჩანაწერებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, როგორც კი სერიოზულობის ნიშანი გამოიკვეთება, კონკრეტულ საქმეში მაშინვე იკითხება ყველა ფიგურანტი, მაგრამ, მისივე შეფასებით, დღეს ეს ნიშნები არ არის გამოკვეთილი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში ნებისმიერი ადამიანის დაკითხვა შეიძლება და ეს არის ცვლილება 2012 წლის შემდეგ.
"მე მაგას გამოვრიცხავ იმიტომ, რომ ეს სტილი 2012 წელს ჩავაბარეთ ჩვენ წარსულს. 2012 წლამდე იყო სხვა ვიტარება, კუდის დეპარტამენტის უფროს შეეძლო მოეკლა კაცი და მას არ ეხებოდა სამართალდამცავი სისტემა, ეს ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






