"ბიზნესის რეკეტი და ქურდის ინსტიტუტი წარსულს 2012 წელს ჩავაბარეთ" - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა - 22:55, 02 Oct, 2018     751
„ვერავინ ვერ გამორიცხავს კონკრეტულ დანაშაულს, როცა ერთი ადამიანი მეორეზე ახორციელებს ზეწოლას, მაგრამ პოლიტიკური ზეწოლა ზუსტად ამას გულისხმობს, რომ არ არის აქ ჩარეული პოლიტიკური ელემენტი. ამაზე ვაგებთ დღეს ჩვენ პასუხს და ზუსტად ეს იყო ამ განცხადების შინაარსი. გამორიცხულია საუბარი რაიმე სისტემურ პრობლემაზე ამ კუთხით",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გადაცემა „არჩევანში" სტუმრობისას განაცხადა.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2"-ის ეთერში, ირაკლი კობახიძემ გუშინ, მმართველი გუნდის შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადება დაადასტურა. მისი თქმით, 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამდე, ბიზნესზე ზეწოლა ყოველდღიური მოვლენა და სისტემური პრობლემა იყო, ხოლო „ქურდის ფუნქცია" საკუთარ თავზე ჰქონდა აღებული „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებას.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ დღეს მსგავსი არაფერი ხდება. მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ, რაიმე სისტემური პრობლემა რომ იყოს, ეცოდინებოდა მთელ საქართველოს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, არსებობს მხოლოდ ერთი პრეცენდენტი -ოქუაშვილის შემთხვევა, რომელსაც, მისივე შეფასებით, საკუთარი, სუბიექტური ინტერესი აქვს.

„ჩვენ როცა ვსაუბრობთ პოლიტიკურ ზეწოლაზე, საუბარია პოლიტიკურ ზეწოლაზე. რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ გამორიცხავს კონკრეტულ დანაშაულს, როცა ერთი ადამიანი მეორეზე ახორციელებს ზეწოლას, მაგრამ პოლიტიკური ზეწოლა ზუსტად ამას გულისხმობს, რომ არ არის აქ ჩარეული პოლიტიკური ელემენტი. ამაზე ვაგებთ დღეს ჩვენ პასუხს და ზუსტად ეს იყო ამ განცხადების შინაარსი. გამორიცხულია საუბარი რაიმე სისტემურ პრობლემაზე ამ კუთხით, ჩვენ ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს ბიზნესის რეკეტი, ქურდის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფომ თავის თავზე აიღო, დღეს არის ვითარება რადიკალურად განსხვავებული. უყურეთ, რამდენი ბიზნესმენია საქართველოში - საქართველოში არის უამრავი ბიზნესმენი და აქ რომ იყოს რაიმე პრობლემა სისტემური კუთხით და სისტემურზეც არ არის საუბარი, რაიმე არასწორი სტატისტიკა რომ არსებობდეს, ეს ეცოდინებოდა მთელ საქართველოს. პრეცენდენტები არ არსებობს ამის, გარდა ერთი შემთხვევისა, ეს არის ოქუაშვილის შემთხვევა, რომელსაც აქვს თავისი ძალიან გამოკვეთილი სუბიექტური ინტერესი, მას აქვს 50 მილიონი დავალიანება ხალხის წინაშე. ეს არის მოსახლეობის ფული",- განაცხადა „არჩევანის" პირდაპირ ეთერში პარლამენტის თავმჯდომარემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42