გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ვერი ბაღში ამომრჩევლებს შეხვდა.
მისი თქმით, ქვეყანაში უმუშევრობა და კრიმინალი საგრძნობლად გაზრდილია. ვაშაძემ 28 ოქტომბრის არჩევნებს ღირსების არჩევნები უწოდა, რომელზეც, მისი თქმით, ქართველმა ხალხმა არჩევანი კანონის უზენაესობის, თანასწორობისა და სამართლიანობის სასარგებლოდ უნდა გააკეთოს.
„სიღარიბეს, შიმშილს, უმუშევრობას, არაადეკვატურ ჯანდაცვას დაემატა ის, რომ აღმოვაჩინეთ – ჩვენ ხელისუფლება არ გვყავს. ჩვენ აღმოვჩნდით იმ სიტუაციაში, როცა „ქართული ოცნება“ გასულია სამართლებრივი სფეროდან, სადაც კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ნაცვლად მოქმედებს კრიმინალური წესები, როგორიც 90-იან წლებში რუსეთში იყო. ეს ჩვენთვის მიუღებელია. საქართველოს მოქალაქეები კბილებით ინარჩუნებენ დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობასა და ქვეყნის სუვერენიტეტს 28 წლის განმავლობაში, ახლა კი, ჩვენ ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რომ სახელმწიფოც დავკარგოთ. 28 ოქტომბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს მაფიოზურ მმართველობასა და თანამედროვე სახელმწიფოს შორის“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






