თიბისი ბანკში „ომეგა“ ჯგუფის დამფუძნებელს უპასუხეს
პოლიტიკა - 17:38, 02 Oct, 2018     908

თიბისი ბანკში ზაზა ოქუაშვილის განცახდებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთეს. ბანკის იურიდიული სამსახურის უფროსმა ეკა ეგუტიამ განაცხადა, რომ ოქუაშვილის მიერ დასახელებული ტრანზაქცია სამუშაო საათებში განხორციელდა და კომპანიის მენეჯმენტზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

„ეს კომპანია არის ქართული შპს, ყველა სადამფუძნებლო დოკუმენტაცია წესრიგში აქვს, სათანადოდ რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში. არავითარი საეჭვო არ აღინიშნებოდა ამ კომპანიის დოკუმენტაციაში.

მსგავსი ტრანზაქციები ყოველ დღე ხორციელდება ჩვენს მსხვილ ფილიალებში. გენერალური დირექტორი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მსგავს ტრანზაქციებში არ მონაწილეობენ, ამიტომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზეწოლა ხორციელდებოდა მათზე, სიმართლეს არ შეესაბამება. ყველა ტრანზაქცია განხორციელდა კომერციული ბანკებისთვის დადგენილი ნორმების დაცვით, სამუშაო საათებში, რადგან ეს ფილიალი საღამოს 8 საათამდე მუშაობს. კომპანიამ განკარგა საკუთარი სახსრები კანონის მოთხოვნების დაცვით.

აღნიშნული თანხა, ამ შემთხვევაში, მარჯანიშვილის ფილიალში ხელმისაწვდომი იყო და ბანკი მოემსახურა კლიენტს იმავე დღეს,“ - განაცხადა ეგუტიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა ტრანზაქცია, რომლის თანხაც 30 000 ლარს აღემატება და საეჭვოა რეპორტდება ფინანსური მონიტორინგის სამსახურში.

თიბისი ბანკს აღნიშნულ თემებზე მსგავსი სიცრუის გავრცლება რეპუტაციულ ზიანს აყენებს, ამიტომ ბანკი აპირებს მოახდინოს სათანადო სამართლებივი რეაგირება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42