„კიდევ უფრო აქტიურად დავუჭერთ მხარს მცირე ჰესების განვითარებას" - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 16:25, 02 Oct, 2018     910
„ჩვენი ენერგეტიკული სისტემა დიდი გამოწვევის წინაშე დგას, რადგან დაჩქარებული ეკონომიკური ზრდის კვალდაკვალ ძალიან იზრდება მოხმარება ენერგეტიკულ სექტორში და ეკონომიკის სამინისტრო კიდევ უფრო აქტიურად დაუჭერს მხარს მცირე ჰესების განვითარებას", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ ბოდორნაჰესის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ნათია თურნავამ კომპანია GWP-ს წარმომადგენლებს მიულოცა ახალი პროექტის წარმატებით განხორციელება, მან ასევე პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა ნიდერლანდების განვითარების ბანკს და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებას.

ბოდორნაჰესის მშენებლობისთვის განხორციელებული ინვესტიციის საერთო მოცულობა 10 მლნ ლარია. ახალი ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლრავე 2.5 მგვტ-ია, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება - 15 მლნ.კვტ/სთ. როგორც ჰესის გახსნის ღონისძიებაზე აღინიშნა, ბოდორნაჰესი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სათავე ნაგებობებისა და სატუმბო სადგურების ელექტროენერგიით უწყვეტ მომარაგებას გააუმჯობესებს, რაც თავის მხრივ თბილისის სტაბილური წყალმომარაგების კიდევ ერთი გარანტია იქნება.

ნათია თურნავას შეფასებით, ბოდორნაჰესი, გარდა იმისა, რომ 15 მილიონ კილოვატ საათს შემატებს სისტემას, იმითაცა გამორჩეულია, რომ ე.წ. „მწვანე ჰესია". „ის იმ კატეგორიის სადგურებს მიეკუთვნება, რომლებზეც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს სრული კონსენსუსი, მათ შორის ენერგეტიკოსებსა და გარემოს დაცვით სპეციალისტებს შორის იმ თვალსაზრისით, რომ არის მხოლოდ სიკეთის და დასაქმების მომტანი, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო და ასევე იმ მაღალმთიან რეგიონებში, სადაც ბევრი სხვა ბიზნესი შეიძლება ვერ განვითარდეს", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, დღეს საქართველოში დაახლოებით 80-მდე ასეთი ტიპის მცირე სადგური გვაქვს, თუმცა, მისი თქმით , ეს არ შეესაბამება ჩვენს პოტენციალს, მზარდ მოთხოვნებს და ეს მიმართულება განსაკუთრებით მხარდასაჭერია.

„გპირდებით, რომ უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მეტი ახალი, მათ შორის მცირე სადგურის ექსპლუატაციაში შესვლის მომსწრეები გავხდებით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42