“შეუძლებელია, რაღაც ადეკვატურთან მიახლოებულიც კი უწოდო იმას, რასაც ჩვენ ვხედავთ „ქართული ოცნების“ მხრიდან ამ დღეების განმავლობაში. ის, რაც მოხდა „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით და არა მხოლოდ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით, თუმცა, ეს იყო გადამწყვეტი და ასე ვთქვათ, „ქართული ოცნების“ და ამ ხელისუფლების ხერხემალში გადამტეხი დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებამ.
მე მქონდა მოლოდინი, როდის გააკეთებს განცხადებას რეალური ბატონი ამ ხელისუფლების, რას იტყვის, რა განცხადება შეიძლება გააკეთოს. ადამიანი და მითუმეტეს პოლიტიკოსი, როდესაც ელოდები რეაქციას იმ ქმედებებზე რაც იყო ჩადენილი „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ არამხოლოდ „ომეგა ჯგუფის“ წინააღმდეგ, ფაქტობრივად დანაშაულია ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ბუნებრივია, ველოდებოდი გარკვეულ შეფასებებს და მქონდა მოლოდინი, როგორი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის განცხადება. „ქართულ ოცნებას“ ზოგადად არ განვიხილავ, იმიტომ, რომ იქ არავინ რეალურ პოლიტიკურ გამჭრიახობასთან ახლოსაც არ არის. ალბათ ყველას მოლოდინი მაინც იყო ის თუ რას იტყვის ივანიშვილი და ივანიშვილმა არაფერი არ თქვა, რაც მეტყველებს იმაზე, რომ რეალურად გვაქვს საქმე იმ დანაშაულთან, რაზეც საზოგადოების უდიდესი ნაწილი ლაპარაკობს“, - აღნიშნა ბაჩუკი ქარდავამ.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი აღნიშნავს, რომ იგი იმყოფებოდა სამეგრელოში და საზოგადოებაში მძიმე ვითარებაა, რადგან არ არსებობს ერთი ადამიანიც კი, რომელიც წინააღმდეგობას წევს იმ კრიტიკის საპასუხოდ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის მისამართით ისმის:
„ფაქტობრივად მხარდაჭერა არის ნულოვანი, ამ ვითარებაში რეაქცია ბუნებრივია უნდა ყოფილიყო ადეკვატური. არანაირად ადეკვატური რეაქცია არ მივიღეთ, ანუ შეიძლება ვთქვათ არა ის, რომ მათ არ იციან რა გააკეთონ, მათ არ აქვთ სვლა, უბრალოდ ამ ვითარებაში შეუძლებელია რაიმე თქვა. როდესაც სახელმწიფოს მართავს მაფია, როდესაც სახელმწიფოს მართავს კოზანოსტრა, რა განცხადება შეიძლება გააკეთო? ამ შემთხვევაში მხოლოდ ძალა უნდა გამოიყენო და ამის მაგალითი მივიღეთ ჩვენ“, - აღნიშნავს ედპ-ს ლიდერი.
ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, მაფიამ შეიძლება ძალა გამოიყენოს ქუჩაში და დროებით მართოს ქვეყანა. ჟურნალისტის კითხვას უხდიან თუ არა გარკვეულ სუბიექტებს, ხელისუფლებაში მყოფ პირებს „ფოსტალიონობაში ფულს“, ედპ-ს ლიდერმა უპასუხა, რომ მათ ფულს მხოლოდ იმიტომ უხდიან, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს მთავრობა:
„ჩვენ რეალურად ხელისუფლება არ გვყავს, უბრალოდ ეს არის ბუტაფორია და რეალური ხელისუფლება ამ შემთხვევაში არის ჩრდილში, მას ხელისუფლება პირობითად შეიძლება ვუწოდოთ, ეს არ არის პოლიტიკური ხელისუფლება, ეს არის კრიმინალური გუნდი, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება ამ ქვეყანაში, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, მიიტაცეს კრიმინალებმა, განძარცვულია სრულიად ლეგიტიმაციისგან და ამ შემთხვევაში, რომ არა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები, ხალხს ყველანაირი უფლება აქვს იფიქროს იმაზე, თუ როგორ აღადგინოს ქვეყანაში ხელისუფლების ლეგიტიმაცია. ამ რეალობის წინაშე ვდგავაღ, შეიძლება ვისაუბროთ არა ჩვენი ხელისუფლების, მტავრობის, პარლამენტის პოლიტიკური ნაბიჯების ავკარგიანობაზე, არამედ ჩვენ უნდა ვისაუბროთ იმაზე, ყოველგვარი ლეგიტიმაციისგან განძარცვული „ართული ოცნება“ როგორ შეიცვალოს, რა გზებით, რა სტრატეგიით, რათა ნაკლები ზიანი მიადგეს ჩვენს სახელმწიფოს“, - აღნიშნავს ბაჩუკი ქარდავა.
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის შეფასებით, დღევანდელი სიტუაცია გაცილებით განსხვავებულია კვირების წინ არსებული რეალობისგან. იგი საუბრობს ხალხის განწყობაზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში და აღნიშნავს, რომ ხალხი სვამს კითხვას - „როდის დაამხობთ?“:
„როცა იწყებ ახსნას, რომ ქართული სახელმწიფოს ინტერესებისთვის არცევნების გზით უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ყველაფერი ტავის ვადებში უნდა მოხდეს, ეს ადამიანები ღიზიანდებიან. უკვე წითელ ზღვარზეა! ეს ძალიან სახიფათო ვიტარებაა, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ რევოლუციური ფონი მოვხსნათ და მაქსიმალურად ვცადოთ, რომ ამ ხელისუფლების შეცვლა არჩევნების გზით მოხდეს. მაგრამ უკვე არჩევანი „ქართულ ოცნებაზეა.
გულწრფელად ვიტყვი და ამაში ცალსახად დარწმუნებული ვარ, „ქართულ ოცნებას“ აქვს ერთი არჩევანი, საქართველოს გაუკეთოს სიკეთე და არჩევნების გზით გადააბაროს ხელისუფლება ახალ პოლიტიკურ ძალას. მაშინ, როცა ქვეყანაში აღმოჩნდება, რომ დონები მართავენ და ხელისუფლება არ გვყავს და არავითარი ლეგიტიმაცია არ არსებობს, ერთადერთი რაც ამ ხელისუფლებას გჰქონდა, მომხრეები რასაც ამბობდნენ - ბიზნესს მაინც არ ატერორებენო, თურმე ატერორებენ კი არა ზედ არის გადავლილი ბიზნესზე. ესეც კი აღარ დარჩა „ქართულ ოცნებას“, ამოწურულია, დამთავრებულია ეს თემა, ორი წელი ეს ხელისუფლება ვერ გაძლებს, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ ჩვენ უნდა ვიფიქროთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე. მე რომ ვიყო ბიძინა ივანიშვილი, ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად მივიღებდი იმისათვის, რომ გადავარჩინო მინიმუმ ჩემი ქვეყნის ინტერესები და ჩემი თავიც“, - აღნიშნავს ბაჩუკი ქარდავა.
ედპ-ს ლიდერი აცხადებს,რ ომ არჩევნების თვალსაზრისით ქვეყანა და საზოგადოება 2012 წლის ნიშნულზე უარეს მდგომარეობაშია.
„იმიტომ, რომ მაშინ ხალხს ჰყავდა სამიზნე, პოლიტიკური ხელისუფალი, ახლა პოლიტიკური ხელისუფალი არ არის სამიზნე, სამიზნე არის დონ ბიძო, ეს ძალიან მძიმე ვითარებაა“, - დასძენს ბაჩუკი ქარდავა.
მასალის გამოყენების პირობები






