"ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე უფრო მაღლა დგანან"- არასამთავრობოები დიპლომატიურ კორპუსს ხვდებიან
პოლიტიკა - 15:20, 02 Oct, 2018     1022

სამოქალაქო სექტორი დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება, სადაც 13 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრებენ.

მესამე სექტორი პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში ელიტური კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის გამოძიების რესურსი აღარ არსებობს.

„აუცილებელია, რომ მათ შორის საქართველოს მეგობარ ქვეყნებს ჰქონდეთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია, რა არის ამ ქვეყანაში პრობლემა. მაგალითისთვის, ფარცხალაძის თემა რომ ავიღოთ, უმრავი შემთხვევა არსებობს, იგივე ყოფილ გენერალურ აუდიტორთან დაკავშირებული, იგივე ვანო მერაბიშვილის ეპიზოდთან დაკავშირებული, ასევე ქონების მიღებასთან დაკავშირებით თბილისის წინა მერის მმართველობის დროს. არცერთ ამ საქმეზე არათუ პასუხისმგებლობის საკითხი, გამოძიებაც არ ჩატარებულა. როგორც ჩანს, ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც კანონზე უფრო მაღლა დგანან,“- განაცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ.

სამოქალაქო სექტორის შეფასებით, არაფორმალურმა მმართველობამ ქვეყანა დემოკრატიული ინსტიტუტების სრულ კრიზისამდე მიიყვანა.

„არის ცოტა უხერხული, რომ ჩვენ არ გვისმენს ჩვენი მთავრობა და ჩვენ ვცდილობთ, საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მივაწვდინოთ მათ ხმა, ეს არ არის ნორმალური, მაგრამ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42