„ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ლევან ყიფიანმა თვითნებური გადაწყვეტილება მიიღო და ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისა და ივანიშვილის გარეშე გადაწყვიტა, რომ ინფორმაცია მიეწოდებინა მაშინდელი პრემიერისთვის, გიორგი კვირიკაშვილისთვის, რამაც ვითარების გამწვავება გამოიწვია.
„ვხვდებოდი მაგ დროს ბატონ ყიფიანს, რომელიც მიმდინარე საკითხებზე ინფორმაციას იძლეოდა. ეს შემთხვევა მაშინ იყო, როდესაც ის ფარცხალაძესთან დადიოდა, შემდეგ ის წავიდა კვირიკაშვილთან და კვირიკაშვილის შედეგ უკვე, როცა ბიძინა ივანიშვილის გაბრაზება მოჰყვა ამ ამბავს, ფარცხალაძესთან ის დაისაჯა და ამას მოჰყვა ის ფიზიკური შეურაცხყოფა, რომელიც ლევანს აქვს, ფაქტობრივად, მოყოლილი. ბიძინა ივანიშვილი გაბრაზდა, რატომ დადიხარ შენ კვირიკაშვილთან, ჩემი უფროსი ხომ არ გგონიაო,“- განაცხადა ასანიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






