უზნაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ახალი კომპანია ასრულებს, ძველს საჯარიმო სანქციები დაეკისრა
პოლიტიკა - 13:33, 02 Oct, 2018     1093
დედაქალაქის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, უზნაძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ახალი კომპანია ასრულებს


ამის შესახებ მან მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მას შემდეგ ისაუბრა, რაც დედაქალაქის მერი კახა კალაძე აღნიშნულ ქუჩაზე არსებული მდგომარეობით დაინტერესდა.

„მთავრობის წინა სხდომაზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ვისაუბრე, რომლებიც ქალაქის სხვადასხვა რაიონებში წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა არის კონკრეტული ადგილი - უზნაძის ქუჩა, სადაც სერიოზული პრობლემაა, სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს, მაგრამ კომპანია უპასუხისმგებლოდ მოიქცა, სამუშაოები მიატოვა და დღეს ქუჩა გადათხრილი და მიტოვებულია. მაინტერესებს ამჟამად რა მდგომარეობაა“, - მიმართა მან მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს.

ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, კონტრაქტორ კომპანიას, რომელიც უზნაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებდა, საჯარიმო სანქციები დაეკისრა.

„გასულ კვირას შემსრულებელ კომპანიას შევხვდით, რომლის მიმართაც საჯარიმო სანქციები გატარდა. ასევე, დღეის მდგომარეობით, მათთან ხელშეკრულება შეწყვეტილია. აღნიშნულ ქუჩაზე ახალი გამარჯვებული კომპანიაა შესული და სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. გარდა ამისა, გვაქვს დავალება მიცემული, რომ უახლოეს დღეებში, მთლიანი ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდეს“, - აღნიშნა მერის მოადგილემ.

კახა კალაძის თქმით, მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია, რადგანაც ეს ყველაფერი დედაქალაქის მოწესრიგებისთვის კეთდება.

„სწორი მიდგომა უნდა გვქონდეს ჩვენ ყველას, მათ შორის კომპანიებსაც, რადგან ისინიც ამ ქალაქში ცხოვრობენ, თავიანთი ოჯახებით და ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. მათ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, სამუშაოებს გულით მოეკიდონ და კარგად ჰქონდეთ გააზრებული, რამდენად მნიშვნელოვანია ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხვალინდელი დედაქალაქი მოწესრიგებული, ინფრასტრუქტურა კი, გამართული იყოს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42