მთავრობა საპატრიარქოში - რა მიზნით მიიწვიეს კობახიძე და ბახტაძე აუდიენციაზე
პოლიტიკა - 13:22, 02 Oct, 2018     2278
საქართველოს პრემიერი, პარლამენტის თავმჯდომარე და უმრავლესობის ლიდერები საქართველოს საპატრიარქოში იმყოფებიან.

როგორც ირკვევა მთავრობის წევრები სასულიერო აკადემიის ადაარსების 30 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე მიიწვიეს.

თბილისის სასულიერო აკადემია დაარსების 30 წლისთავს აღნიშნავს. იუბილესთან დაკავშირებით საპატრიარქოში კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შეკრებილებს სიტყვით მიმართა.

„დღეს აღვნიშნავთ სასულიერო აკადემიის 30 წლისთავს. იდეა უმაღლესი სასწავლებლისა წარმოიშვა დავით აღმაშენებელის დროს, როცა დაარსებული იყო გელათის აკადემია. დავით აღმაშენებელმა წარმოთქვა, რომ ეს უნდა ყოფილიყო ახალი იერუსალიმი და მეორე ათინა, იერუსალიმი თავისი სულიერებით და ათინა მაღალი მეცნიერებით.

უმაღლესი სასწავლებლის იდეა საქართველოში მუდამ იყო, თუმცა მისი განხორციელება ძნელი იყო. გასული საუკუნის 60-იან წლებში, როცა ძალიან მძიმე იყო ეკლესიის მდგომარეობა, უწმინდესმა და უნეტარესმა ეფრემ მეორემ წარმოშვა იდეა, რომ გაიხსნას კურსები სასულიერი სასწავლებლის. ეს იყო ხრუშჩოვის პერიოდი. ძალიან მძიმე პერიოდი იყო, რადგან მრავალი ტაძარი და მონასტერი დახურული იყო, გაუქმებული და დაკეტილი იყო სასულიერო სემინარია. ამ დროს ეფრემ მეორე ითხოვს ამ კურსების გახსნას. ამათ კურსები უმნიშვნელო საქმედ ჩათვალეს და უფლება მისცეს, გახსნილიყო. ეს კურსები გადაიზარდა სემინარიად და დადგა აკადემიის საკითხი. რელიგიის დარგში მთავრობის წარმომადგენელი ანზორ წიკლაური იყო, ისტორიკოსი ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოდან. მან დიდი ღვაწლი გასწია. მოსკოვი ამბობდა, თბილისია წინააღმდეგიო, თბილისი ამბობდა, მოსკოვი. წიკლაურმა იმუშავა და დაარწმუნა მოსკოვი, რომ თბილისი თანახმაა და თბილისი დაარწმუნა, რომ მოსკოვია თანახმა. ასე გაიხსნა თბილისის სასულიერო აკადემია. ეს იყო უდიდესი მოვლენა ჩვენს ისტორიაში. გელათის აკადემიის შემდეგ, ეს იყო უდიდესი უმაღლესი სასწავლებელი. ყველას მოგესალმებით და მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და მონაწილეობისთვის“, – განაცხადა ილია მეორემ.

შეხვედრას სასულიერო პირები, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები ესწრებიან.

თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია 1988 წელს, მცხეთის სასულიერო სემინარიის ბაზაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42