21 წლის ავიადისპეჩერმა სამგზავრო თვითმფრინავი საკუთარი სიცოცხლის ფასად იხსნა
მსოფლიო - 12:54, 02 Oct, 2018     5555
ინდონეზიის ხელისუფლება და მაცხოვრებლები, ასევე სოციალური ქსელების მომხმარებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით პატივს მიაგებენ 21 წლის ავიადისპეჩერს ანტონიუს გუნავან აგუნგეს. მან თავი გაწირა იმისთვის, რომ სამგზავრო ლაინერი სტიქიის ზონიდან გაეყვანა.


გასულ პარასკევს ახალგაზრდა ავიადისპეჩერი ზედამხედველობას უწევდა სამგზავრო თვითმფრინავის აფრენას, როდესაც ძლიერი მიწისძვრა დაიწყო, ანტონიუსმა უარი თქვა დაეტოვებინა სადისპეჩერო კოშკი მანამ, ვიდრე თვითმფრინავი მიწას არ მოშორდა.

მას შემდეგ რაც თვითმფრინავი უკვე ჰაერში იყო, დისპეჩერს სხვა არჩევანი არ ჰქონდა და ის კოშკის ფანჯრიდან გადახტა. ის მრავლობითი ტრავმების გამო საავადმყოფოში გადაყვანისას დაიღუპა.

„აგუნგი იყო თავისი პროფესიის ერთგული სიცოცხლის ბოლომდე“- ნათქვამია ინდონეზიის სამოქალაქო ავიაციის ორგანოს განცხადებაში.

აბტონიუსი იმ დღეს Batik Air-ის რეისს აკონტროლებდა. მიწისძვრა სწორედ მაშინ დაიწყო როდესაც თვითმფრინავი მიწას უნდა მოცილებოდა. Air Navigation Indonesia-ს წარმომადგენლის თქმით, 21 წლის ავიადისპეჩერის თავგანწირვამ ასეულობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

21 წლის დისპეჩერს სიკვდილის შემდეგ წოდება ორი საფეხურით მოუმატეს და სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები სადაც ჩანს რომ ის სამხედროებმა გადაასვენეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42