ტაქსის მძღოლებს მერია ავტომობილებს უსასყიდლოდ გადაუღებავს - ინიციატივა ეხება მძღოლებს რომლებიც ლიცენზიას 10 ოქტომბრის ჩათვლით აიღებენ
პოლიტიკა - 12:25, 02 Oct, 2018     7388
მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით რეგისტრირებულ მარცხენასაჭიან და ოთხკარიან იმ ტაქსის მძღოლებს, რომელთაც გავლილი აქვთ ტექნიკური ინსპექტირება, ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი უსასყიდლოდ გადაეცემათ, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეღავათი ტაქსის მფლობელების მდგომარეობას მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს და რეფორმის სწრაფ და ეფექტიან განხორციელებას შეუწყობს ხელს.

„თბილისის მერიამ შეიმუშავა რეფორმის ისეთი სტრუქტურა და კონცეფცია, რომლის ფარგლებში, მფლობელს, რომლის ტაქსი რეგისტრირებულია 2018 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით, ასევე, გავლილი აქვს ტექნიკური ინსპექტირება, რომელიც კერძო ავტომობილებისთვის პირველი იანვრიდან სავალდებულო ხდება, არის მარცხენასაჭიანი და ოთხკარიანი, ავტომანქანის თეთრად შეღებვის ვაუჩერი უსასყიდლოდ გადაეცემა. კარგად მესმის, რომ ეს ადამიანები აღნიშნული სერვისის განხორციელებით, ოჯახებს არჩენენ. შესაბამისად, მათ აღნიშნული ხარჯის გაწევა აღარ მოუწევთ და არ დაეხარჯებათ არცერთი თეთრი”, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ტაქსების მოწესრიგებასთან დაკავშირებული რეფორმის განხორციელების პროცესში დედაქალაქის მერიას საზოგადოების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა აქვს.

„პირველი ოქტომბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტს უკვე გაცემული აქვს 12 000-მდე ნებართვა. პროცესი მსურველებზე ახლაც მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ შევახსენებ ტაქსის სერვისის განხორციელების მსურველებს, რომ ვინც არ არის დარეგისტრირებული, ისინი 200 ლარით დაჯარიმდებიან. აქვე მინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საპატრულო პოლიციას თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ რეფორმის მეორე ეტაპზეც ისაუბრა, რომელიც მომავალი წლის პირველი ოქტომბრიდან შევა ძალაში და ტაქსის ვიზუალური სტანდარტის ამოქმედებას ითვალისწინებს.

„ვიზუალური სტანდარტი მოიცავს ფერს. იცით, რომ საკრებულოში ჩვენს მიერ ინიცირებულია თეთრი ფერი. კარგად გვესმის იმ ადამიანების, რომელთა ოჯახებისთვის ტაქსის მომსახურებით მიღებული შემოსავალი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომ, მიღებული გვაქვს გადაწყვეტილება, რომ რეგისტრირებული ტაქსის მძღოლები გარკვეულ შეღავათებს მიიღებენ. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან; ექნებათ სპეციალური ადგილები, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, რეკლამა განათავსონ; ქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე გამოყოფილი იქნება სპეციალური საპარკინგე ადგილები, რომელიც ტაქსის მძღოლებისთვის უფასო იქნება; მათ უსასყიდლოდ გადაეცემათ ტაქსის მანათობლები. ასე რომ, ჰოლანდიის და თბილისის „შტაბკვარწირებმა“ ერთმანეთში ატარონ გამოკითხვები, თუ როგორია დედაქალაქის მერიის რეფორმა ტაქსებთან დაკავშირებით“, - განაცხადა თბილისის მერმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42