"ომეგა ჯგუფი" საგანგებო განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 12:13, 02 Oct, 2018     926

„გასულ პარასკევს ფინანსთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ გვსურს მოგახსენოთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება უხვად შეიცავს ცრუ და პოპულისტურ პასაჟებს, რაც გათვლილია საზოგადოებისათვის მტკივნეული თემებით მანიპულირებასა და ამ გზით საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ვადაგადაცილებული გადასახადების რესტრუქტურიზაციის მოთხოვნა – ანუ გადასახადების გადახდების გრაფიკის თხოვნა – კანონით არის გათვალისწინებული.

„ომეგა ჯგუფის“ თამბაქოს წარმოება, ისევე როგორც ომეგა ჯგუფში შემავალი სხვა კომპანიები, არასდროს არიდებდა თავს გადასახადებს და ყოველთვის ახორციელებდა მასზე რიცხული გადასახადების დეკლარირებას კანონის სრული დაცვით.

ვადაგადაცილებული გადასახადების ზრდის დემონსტრირებისას ფინანსთა სამინისტრო განზრახ არ აღნიშნავდა ოჯთ-ის მიერ ამ პერიოდის განმავლობაში გადახდილი გადასახადების შესახებ.

2015 წელს, ოჯთ-იმ ბიუჯეტში გადაიხადა 35’203’170 ლარი, ხოლო ვერ შეძლო 1.358.919 ლარის გადახდა, რომელზე დარიცხულმა საურავმაც შეადგინა 134.371 ლარი.

2016 წელს, შპს ოჯთ-ის მიმართ რიცხულმა საურავმა შეადგინა 2.143.845 ლარი;

2017 წლის 25 აპრილს შპს ოჯთ-იმ ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებების რესტრუქტურიზაციის თხოვნით მიმართა ფინანსთა სამინისტროს. მთლიანი თანხა, რომლის რესტრუქტურიზაციასაც ითხოვდა კომპანია ოჯთ, მოიცავდა 3 მილიონ 400 ათასი ლარის ოდენობის საურავს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომპანია ოჯთ-ის არც ერთხელ არ უთხოვია მის მიმართ რიცხული საურავების ჩამოწერა.

შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვართ ის კომპანია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი აქვს მილიარდ 500 მილიონი ლარი. უგუნურებაა ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იმის მტკიცების მცდელობა, რომ 2014-2018 წლებში ოჯთ თითქოს არ იხდიდა ბიუჯეტში გადასახადებს. ამ პერიოდში მხოლოდ კომპანია ოჯთ-ის მიერ ბიუჯეტში გადახდილია 100 მილიონ 190 ათას 258 ლარი. ანუ, კომპანია წელიწადში იხდიდა საშუალოდ 25 მილიონ ლარს. ხოლო კომპანიის არაერთგზის გაჩერებისა და ხელისუფლების მიერ კონკურენციის არასამართლიანი და მახინჯი ფორმების წახალისების შედეგად კი კომპანიამ ვერ შეძლო 38 მილიონი ლარის გადახდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, რაც კომპანიის მიერ აღიარებული გადასახადების მხოლოდ ერთი მეოთხედია. იმის გამო, რომ ფინანსთა სამინისტრო არ ახორციელებს კომპანიის მიმართ რიცხული გადასახადების რესტრუქტურიზაციას, კომპანიას ამ დროისათვის საურავის სახით დაეწერა 14 მილიონამდე ლარი.

ამას გარდა, ფინანსთა სამინისტროს მიერ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების მიხედვით, 2017 წლის ივნისის ბოლომდე რესტრუქტურიზაციის კომისია არ შეკრებილა თურმე იმიტომ, რომ კომპანიის დავალიანება იზრდებოდა აგვისტოში და შემდგომ თვეებში. გვსურს, რომ ამ აბსურდს გავცეთ შემდეგი პასუხი:

1. ფინანსთა სამინისტროს ამგვარ პასუხს ვგებულობთ განცხადების შეტანიდან წელიწადნახევრის შემდეგ, მაშინ როდესაც ფინანსთა სამინისტროს რესტრუქტურიზაციის კომისია შესაბამისი რეგულაციის მიხედვით უნდა შეკრებილოყო განცხადების მიღებიდან ორი თვის ვადაში;

2. ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია იმის მტკიცება, რომ რესტრუქტურიზაციის კომისიის ვადის ამოწურვის შემდგომ მომხდარი ფაქტები აღმოჩნდა კომისიის არ შეკრების მიზეზი. ამას გარდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არც ერთ თავის ოფიციალურ წერილში არ უხსენებია კომისიის შეკრების მიზანშეუწონლობის ან/და ამგვარი მიზანშეუწონლობის მიზეზების შესახებ. ამგვარი ბოლო წერილი მივიღეთ 2018 წლის 30 მაისს;

3. თუ კომპანიის დავალიანება იზრდებოდა 2017 წლის ივნისამდე და თუ კი შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტრო ხედავდა, რომ კომპანია 2, 3 ან თუნდაც ექვსთვიან ვადაში ვერ ახერხებდა მიმდინარე და ძველი გადასახადის გასტუმრებას, სწორედ ეს უნდა ყოფილიყო კომპანიისათვის რესტრუქტურიზაციის მიცემის საფუძველი. ახლა კი რა გამოდის – ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ რადგანაც კომპანია ექვს თვეში ვერ ისტუმრებდა მიმდინარე და წინა გადასახადებს, ამიტომ არ მისცეს მას უფრო გონივრული 5 წლიანი ვადა;

4. და ყველაზე მთავარი: რესტრუქტურიზაციის განაცხადი კომპანიამ სწორედ შემოსავლების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს რჩევით გააკეთა. ამ რჩევის საფუძველზე კომპანიამ ფინანსთა სამინისტროს 2016 წლის 13 დეკემბერს ოფიციალურად აცნობა რომ ვაპირებდით რესტრუქტურიზაციის საბუთების შეგროვებას.

რესტრუქტურიზაციის მაშინ მოქმედი კანონის შესაბამისი ნორმის თანახმად, საბუთები უნდა შეგროვილიყო 2017 წლის პირველ იანვრამდე. საბუთების მოცულობიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა მათი სრულად შეგროვება ორ კვირაში. კანონის შესაბამისი ნორმის განახლება პარლამენტის მიერ არ მომხდარა 2017 წლის 6 აპრილამდე. კომპანიამ კი განაცხადი შეიტანა 2017 წლის 25 აპრილს.

ფინანსთა სამინისტრომ ასევე გააჟღერა მცდარი ინფორმაცია, თითქოს კომპანიამ მას მიმართა 11-ჯერ და 11-ჯერ სთხოვა იძულების ღონისძიების არ გამოყენების შესახებ. ამგვარი მიმართვა კომპანიამ გააკეთა 7-ჯერ. აქედან 4-ჯერ – 2017 წლის 4 მაისს, 16 მაისს, 28 ნოემბერს და 29 დეკემბერს – ანუ მას მერე რაც ფინანსთა სამინისტროს რესტრუქტურიზაციის კომისია არ განიხილავდა ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის რჩევის საფუძველზე ჩვენს მიერ შეტანილ განცხადებას.

ყოველივე ზემოთქმულის საფუძველზე ვაცხადებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს მიერ ფაქტის ამგვარი განზრახ არასწორი ინტერპრეტაცია ემსახურება საზოგადოების თვალში „ომეგა ჯგუფის“ მიზანმიმართულ დისკრედიტაციას !!!! ეს არის უსუსური მცდელობა მოხდეს ბოლო დროს მედია საშუალებებით გავრცელებული შოკისმომგვრელი განცხადებებისა და აუდიო ჩანაწერების მნიშვნელობის გადაფარვა. ხელისუფლება ცდილობს, მოიხსნას პასუხისმგებლობა ჩადენილ უსამართლობებზე.

გუშინ, კიდევ ერთი არაკომპეტენტური განცხადება გავრცელდა, ამჟამად უკვე სოზარ სუბარის მიერ – თითქოს ომეგა არ იხდის იმ გადასახადს, რომელიც მას უნდა გადაეხადა აქციზური მარკების აღებამდე. ეს არის სრული სიცრუე. საგადასახადო კოდექსის თანახმად აქციზის გადახდა არ ხდება წინასწარ. მსგავსი არაკომპეტენტური განცხადებების ნაცვლად სოზარ სუბარს ვურჩევდით გაერკვეს, თუ ვინ წყვეტს რომ ომეგას არ მიეცეს გადასახადების გადახდის საშუალება, ხოლო იმავდროულად ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას კი მთლიანად ჩამოაწეროს 100 მილიონის დავალიანება და 100 მილიონი დააკლოს ბიუჯეტს და ასობით ათას სოციალურად დაუცველ ადამიანს.

მინდა შევახსენო მათ, ვის სინდისზეცაა „ომეგა ჯგუფის“ გაჩერება, კომპანიის გაკოტრების მცდელობა და საბოლოოდ ხელში ჩაგდებაც – „ომეგა ჯგუფი“ არის ერთ-ერთი საიმედო პარტნიორი მსოფლიოს წამყვანი უმსხვილესი კომპანიების და მან ეს ნდობა გამჭვირვალე ბიზნესის კეთებით და კეთილსინდისიერი ნაბიჯებით დაიმსახურა.

ჩვენ ვართ „ომეგა ჯგუფი“, რომელსაც უკანონოდ ართმევენ შრომისა და ბიზნესის წარმოების უფლებებს. დღეს, 16:00 საათზე, საკუთარი უფლებების ცინიკურად და უტიფრად შელახვას „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები გააპროტესტებენ ფინანსთა სამინისტროსთან და მოითხოვენ მისცენ კომპანიას და იქ დასაქმებულ ადამიანებს მუშაობის საშუალება”, – აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42