საქართველო- NATO- თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობის სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება - რუსეთის საგარეო უწყება
პოლიტიკა - 11:12, 02 Oct, 2018     1090
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის პრაღაში გამართულ შეხვედრას ეხმაურება.


როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული შეხვედრაზე განხილული იქნა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხები. ლავროვის უწყების ინფორმაციით, შვიდი თვის განმავლობაში რუსეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა თითქმის 45%-ით გაიზარდა და 815 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. იზრდება ქართული ღვინის მიწოდება და საქართველოს მიერ ექსპორტზე გატანილი მთელი ღვინის 60%-ს სწორედ რუსეთი ყიდულობს. ასევე საუბრაია იმაზეც, რომ რუსეთისა და საქართველოს ქალაქებს შორის მნიშვნელოვნად გაიზარდა სატრანსპორტო კავშირი მოცულობები. მიმდინარე წლის რვა თვის განმავლობაში რეგულარული ავიარეისებით გადაყვანილია 562 000 მგზავრი, რაც გასული წლის მაჩვენებელს მესამედზე მეტით აღემატება. იზრდება საავტომობილო და სარკინიგზო-საბორნე ტვირთების გადაზიდვის მოცულობები.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსული მხარე ადასტურებს თავის მხარდაჭერას რუსეთისა და საქართველოს მთავრობებს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციის სწრაფი დაწყებისადმი. გრიგორი კარასინი კი იმედოვნებს, რომ შვეიცარიის მონაწილეობით ერთობლივი კომიტეტის მოწვევა უახლოეს დროში შეთანხმებების შესრულების სამუშაოს დასაწყისი გახდება.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში ტრადიციულად გარკრიტიკებულია ნატო-საქართველოს ურთიერთობა და საქართველოს ნატოსთან სამხედრო თანამშრომლობა ორმხრივი ურთიერთობების სერიოზულ გამაღიზიანებლად არის დასახელებული:

“მიუხედავად დაგროვილი პოზიტივისა, ორმხრივი ურთიერთობის სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა ნატოსთან. გრიგორი კარასინმა მიუთითა იმ მიუღებელ როლზე, რომელსაც საქართველო ნატოს სამხედრო ალიანსის რუსეთის საზღვრებთან მიახლოებაში თამაშობს. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართველი მაღალჩინოსნების არამეგობრული განცხადებები დესტრუქციულად მოქმედებს ურთიერთსასარგებლო ორმხრივი ურთიერთობის პროცესზე“- აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე ნათქვამია, რომ კარასინი-აბაშიძის შეხვედრაზე განხილული იქნა ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროეებში თანამშრომლობის საკითხებიც, მათ შორის რუსული თეატრების საქართველოში გასტროლები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42