"მინდა ივანიშვილს ვუთხრა იგივე, რაც ვუთხარი შევარდნაძეს, თუ ივანიშვილს უნდა მიიღოს რევოლუცია, ის მიიღებს რევოლუციას" - სააკაშვილი
პოლიტიკა - 10:34, 02 Oct, 2018     6667
„რა გამახსენა იცით დღეს ამათ ფართხალმა, ტარაკნებს რომ დიხლოფოსს დაასხამენ და ამოტრიალებულები, რომ არიან ფეხებს რომ იქნევენ,“-ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 6 წლის წინ დაადუმა „ნაციონალური მოძრაობა“ და 28 ოქტომბერს საბოლოოდ დაასრულებს მას.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველო არ იმსახურებს რომ ასეთი ხელისუფლება ჰყავდეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით „ქართულმა ოცნებამ“ იცის ისიც, რომ ის ამ არჩევნებს წააგებს, რადგან მათი შიდა გამოკითხვებში ლიდერობს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქვს ორი გამოსავალი. პირველი, გადააბაროს მშვიდობიანი გზით ხელისუფლება, ან მეორე, გააყალბოს არჩევნები. ამ შემთხვევაში კი მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდება.

„მე მინდა ივანიშვილს ვუთხრა იგივე, რაც ვუთხარი შევარდნაძეს 2003-ში. თუ ივანიშვილს უნდა მიღება რევოლუციის, ის მიიღებს რევოლუციას,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით შეცდომები 2012 წელს დაუშვა ამომრჩეველმაც და მაშინდელმა ხელისუფლებამაც, თუმცა ორივე მათგანმა მიიღო დიდი გამოცდილება, ამიტომ ეს არჩევნები უნდა იყოს წინაპირობა იმის, რომ შეიცვალოს „ქართული ოცნების“ მმართველობა.

„ეს არის ბოლო არჩევნები, როდესაც ჩვენ შეგვიძლია არჩევნებით შემოვაშოროთ ეს მაფიოზური ბანდა ხელისუფლებას,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42