„ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს მოვუწოდებ, კინკლაობის თემად სხვა რამეები მოვიფიქროთ“ - თეა წულუკიანი საერთაშორისო სასამართლოებში აგვისტოს ომის საქმის მიმდინარეობაზე
პოლიტიკა - 10:27, 02 Oct, 2018     748

საქართველოს იუსტიციის მინისტრი საერთაშორისო სასამართლოებში აგვისტოს ომის საქმის მიმდინარეობას გამოეხმაურა. თეა წულუკიანის თქმით, გამოძიება კიდევ უფრო დაჩქარებულ ტემპზეა გადასული. მინისტრი პოლიტიკოსებს და საპრეზიდენტო კანდიდატებს მოუწოდებს, ამ თემაზე საუბრისას მეტი სიფრთხილე გამოიჩინონს:

„ფატუ ბენსუდასთან შეხვედრა ახალ პრემიერთან იყო გაცნობითი ხასიათის, თუმცა, რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ ითქვა. მათი უმრავლესობა არის დახურული თემა, გამოძიების საიდუმლოებიდან გამომდინარე. ერთი რამ შემიძლია, განვაცხადო − ქალბატონმა ბენსუდამ გვითხრა, რომ გამოძიება კიდევ უფრო დაჩქარებულ ტემპზეა გადასული, ვიდრე აქამდე იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია ჩვენთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა მას, რომ საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია, ითანამშრომლოს ჰააგის სასამართლოსა და პროკურორთან, როგორც აქამდე თანამშრომლობდა ჩვენი სამხედრო ტყვეების წამებისა და მკვლელობის გამოსაძიებლად, ქართველების ეთნიკური წმენდის ეპიზოდების გამოსაძიებლად, გორის ე.წ. ინციდენტის გამოსაძიებლად, როდესაც 12 აგვისტოს, ყველანაირი საომარი მოქმედების დასრულების შემდეგ, „ისკანდერი" ჩვენზე გამოსცადა რუსეთის ფედერაციამ. ეს ცალსახად კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ქალბატონმა ბენსუდამ თქვა, რომ მას აქვს სამაგალითო თანამშრომლობა საქართველოსა და იუსტიციის სამინისტროსთან ამ ეპიზოდების გამოძიების სწორად წარმართვისთვის.

იმ პოზიციიდან, სადაც მე ვარ, და იმ საქმეში ჩართულისაგან, რომელზეც ვსაუბრობ - ვგულისხმობ ჰააგასთან თანამშრომლობას, მინდა, ყველას მოვუწოდო ფრთხილი განცხადებებისკენ, მოზომილი, აწონ-დაწონილი სიტყვებისკენ − ეს არ გახლავთ, მაპატიეთ გამოთქმისთვის, „ნაცის", „ქოცის" ან „გუგავა მოვას" რომ იძახის, იმ პარტიის საქმე. ეს არის ზოგადქართული, ეროვნული, სახელმწიფოებრივი საქმე. სამშობლო ერთნაირად სტკივა ყველას, რომელ პარტიასაც უნდა აძლევდეს ხმას. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი − სხვადასხვა მიზანი ჩვენ ვერ გვექნება. ჩვენი მიზანია, თუ ჩვენი სიცოცხლის დროს ვერ გაერთიანდა ჩვენი ქვეყანა, ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ მთავარი. ეს მთავარი არ არის მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები, რომ საქართველო არის მთლიანი; მთავარია, დავუტოვოთ გადაწყვეტილებები − სტრასბურგი იქნება ეს თუ ჰააგა, სადაც ეწერება შავით თეთრზე, რომ საქართველო არის მთლიანი აფხაზეთით და ცხინვალის რეგიონით. ჩვენ თუ ეს ვერ დავტოვეთ, ჩათვალეთ, რომ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ.

მე ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს მოვუწოდებ, ქალბატონ სალომეს, „ნაციონალური მოძრაობის" დანაყოფების კანდიდატებს − სულერთია, დღეს რა ჰქვიათ, ყველას − როცა ამ თემაზე საუბრობენ, გამოიჩინონ სიფრთხილე, იმიტომ, რომ მათ ერთნაირად სტკივათ საქართველო; იმიტომ, რომ გამოძიება მიმდინარეობს. სტრასბურგის სასამართლოსთვის ჩვენ ბოლო 5 წლის განმავლობაში 700 მტკიცებულება მოვაგროვეთ, სასამართლო სათათბირო ოთახშია გასული და ეს ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს. კინკლაობის თემად სხვა რამეები მოვიფიქროთ, ასე ჯობს, და არა ის ზოგადქართული და საშვილიშვილო საქმე, რასაც ჰქვია საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც, მე ვისურვებდი, თქვას − ჩვენი ტყვეები აწამეს და დახოცეს; იმიტომ, რომ ეს არის სიმართლე და არა მხოლოდ მათი შვილებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის არის სიმართლე; და რომ საქართველო არის მთლიანი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონით"- განაცხადა თეა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42