ჩვენ გვყავდა რამდენიმე დასავლეთის უნივერსიტეტის დამთავრებული გენერალური პროკურორი, ამათ დანიშნეს ბოტასების ქურდი - სააკაშვილი ფარცხალაძეზე საუბრობს
პოლიტიკა - 08:31, 02 Oct, 2018     748
„საქართველოში, ვერასდროს, ვერც ერთმა მმართველმა ვერ უნდა შეძლოს სასამართლო სისტემის და პროკურატურის სისტემის ბოროტად გამოყენება,“ - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გადაცემა „არჩევანში“ „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გავრცელებული სკანდალური აუდიოჩანაწერის შეფასებისას გააკეთა.

მიხელ სააკაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს, რომლებმაც დღეს განცხადება გაავრცელეს, სთავაზობს, რომ დაასახელონ დამოუკიდებელი მთავარი პროკურორი.

13 არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადება საზოგადოებას საია-ს ხელმძღვანელმა გააცნო, სადაც აღნიშნულია, რომ ქვეყანა არის ღრმა კრიზისში და იმართება კრიმინალების ხელით.

„საქართველოში, ვერასდროს, ვერც ერთმა მმართველმა ვერ უნდა შეძლოს სასამართლო სისტემის და პროკურატურის სისტემის ბოროტად გამოყენება. იქაც შედარება შეუძლებელია. ჩვენ გვყავდა რამდენიმე დასავლეთის უნივერსიტეტის დამთავრებული გენერალური პროკურორი, ამათ დანიშნეს ბოტასების ქურდი, რომელიც ნარკომანია გატიალებული ფარცხალაძე,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებით, დღეს ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილი განაგებს ყველაფერს და გავრცელებული ფარული ჩანაწერებიდანაც იკრვევა.

„ვთქვათ ესე იყო, ვთქვათ ჩვენ ძალიან ცუდები ვიყავით, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შედარებაც არ არის, იმიტომ რომ მე წავედი არაფრით, რითაც მოვედი იმით წავედი ხელისუფლებიდან. რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ქონება აქვს მარტო ფარცხალაძეს. მაგრამ ვთქვათ, მეც ეგეთი ცუდი ვიყავი, ერთი წამით დავუშვათ, ეს აძლევს ამის უფლებას, რომ ეს აკეთონ?“ - აღნიშნა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც აჭარის დაბრუნების საკითხი იდგა.

„ასლან აბაშიძეს ვებრძოდი და მე ვამაყობ, რომ მე დავიბრუნე აჭარა, მე გადავარჩინე საქართველო მაშინ და ვერავინ ამას ვერასდროს ვერ წამართმევს, ეს მართლა ქონდრის კაცები. ამას ვერ წამართმევენ. აჭარა დღეს ჩვენ არ გვექნებოდა, ჩვენ გამოვიჩინეთ, რა თქმა უნდა, აჭარის მოსახლეობასთან, პატრიოტ ქართველებთან ერთად, მათ შორის იყო მაგალითად ლევანი, მურმან დუმბაძე, მედეა ვასაძეც, ძალიან ბერი სხვა ადამიანი ვინც იქ იყო და კბილებით დაიცვა აჭარის ყოფნა საქართველოში, ჩვენ ვიყავით წკიპზე, ჩვენ პრაქტიკულად დაკარგული გქონდა აჭარა,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42