რატომ შევიდნენ 2004 წელს "ომეგაში"- სააკაშვილის განმარტება
პოლიტიკა - 08:27, 02 Oct, 2018     1860
მიხეილ სააკაშვილი "ომეგა ჯგუფის" საქმეს ეხმაურება. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განმარტებები 2004 წლის მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა, როდესაც მისი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში „ომეგა ჯგუფის“ ოფისებში და ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმი შევიდა. მაშინ შეიარაღებულმა პირებმა დაკავებული შენობები იმ დრომდე არ დატოვეს, სანამ ზაზა ოქუაშვილმა იბერიის ლიცენზია არ დათმო.


მიხეილ სააკაშვილი ამ მოვლენებთან დაკავშირებით პარალელსა ვლებს აჭარაში მიმდინარე პროცესებთან. მისი თქმით, ამ პერიოდში აჭარას რუსეთის მფარველობის ქვეშ მთლიანად აკონტროლებდა ასლან აბაშიძე, რომელსაც ყველა პირი ჩამოშორდა ზაზა ოქუაშვილის გარდა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ 2004 წელს „ომეგაში“ მიმდინარე პროცესები უკავშირდება აჭარის მოვლენებს და ზაზა ოქუაშვილის ასლან აბაშიძის გვერდით დგომას.

„სწორედ ამ რაკურსში უნდა განვიხილოთ სიტუაცია,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ჰქონდა აჭარაზე კონტროლი დაკარგული და სწორედ მისი საშუალებით მოხდა აჭარის დაბრუნება. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს იმასაც, რომ ამ პროცესების დროს არასწორად იმოქმედა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც ისედაც გამოირჩეოდა რადიკალური ნაბიჯებით.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას არანაირი ბიზნესწილები არ მოუთხოვია.

„ამ საქმით ისარგებლა მაშინ ოქრუაშვილმა, რომელიც არ გამოირჩეოდა დახვეწილი მეთოდებით და მერე ბოლომდე აურია და თავზე ხელი აიღო და ქიბარ ხალვაშმა რომლეიც შემდეგ გამოიყენა ივანიშვილმა და ამ კუთხით ბევრად შორს წავიდნენ ვიდრე ეს იყო მისაღები და დასაშვები. რა თქმა უნდა აქ იყო უარყოფითი მომენტები, რომელიც მომავალში არ უნდა გამეორდეს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42