თეა წულუკიანი ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება
პოლიტიკა - 10:22, 02 Oct, 2018     3852
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა. წულუკიანის თქით ვანო მერაბიშვილს არ აქვს სერიოზული პრობლემები. მინისტრი მერაბიშვილის ადვოკატებს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ადვოკატების განცხადებები ცუდად მოქმედებს როგორც პატიმარზე ასევე ოჯახზეც:


„ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ აგვისტოს პირველ დღეებში, როდესაც ბატონმა მერაბიშვილმა დააფიქსირა, რომ მას ჰქონდა გაძნელებული სუნთქვა და ა.შ., მას ყველა ტიპის კონსულტაცია დროულად ჩაუტარდა. ის სამედიცინო კლინიკაში რამდენჯერმე იყო გაყვანილი. საზოგადოებისგან ისმოდა კითხვა − ალბათ, მართლა რაღაც სჭირს და ცუდად არის, მძიმედ არის, აბა, ამდენჯერ რატომ გაჰყავთ... მე მინდა, კიდევ ერთხელ ავხსნა, რაც იყო სასჯელაღსრულების ყოფილი სამინისტროს მთავარი პრინციპი და ეს პრინციპი რჩება პრინციპად პენიტენციურ სამსახურში, რომ სამოქალაქო კლინიკებში გაყვანა, რომელიც წელიწადში არის ასეულობით, არ ნიშნავს იმას, რომ პატიმარი არის მძიმედ. ჩვენ არ ველოდებით, პატიმარი დამძიმდეს იმისათვის, რომ გადავიყვანოთ სამოქალაქო კლინიკაში. ამის ახსნა „ნაციონალური მოძრაობისათვის" არის მგლის თავზე სახარების კითხვა, რადგან მათ მომაკვდავი პატიმრები გადაჰყავდათ სამოქალაქო კლინიკაში და ამას თავის დროზე დაერქვა „სიკვდილის ექსპორტი". ჩვენი მიდგომა ეს არ არის. საკმარისია, მერაბიშვილმა თუ სხვა პატიმარმა რამე აიტკიოს და პენიტენციურმა სამსახურმა ჩათვალოს, რომ უკეთესი იქნება სამოქალაქო კლინიკა და არა ციხის საავადმყოფო, კითხვის ნიშნის გარეშე ხდება გადაყვანა.

მე ცოტა შეწუხებული ვარ იმით, რომ ადვოკატები ისეთ საჯარო ინფორმაციას ავრცელებენ, რომ შეიძლება, თუკი ისინი სწორ კომუნიკაციას არ ახორციელებენ ოჯახთან, ოჯახმა იფიქროს, რომ მის პატიმარს აქვს სერიოზული პრობლემები. მინდა, ვთქვა, რომ ვანო მერაბიშვილს არ აქვს სერიოზული პრობლემები.

მე არ ვარ მედიკოსი, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი იმას, რაც კომპეტენტურმა მედიკოსებმა თქვეს. ჰორნერის სინდრომს იწვევს ხანდახან სიმსივნე, ხანდახან ინფარქტი, ხანდახან ინსულტი, ხანდახან ინტოქსიკაცია და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. ამ სამოქალაქო კლინიკებში გადაყვანის შემდეგ ვნახეთ, რომ არცერთ ორგანოზე არ ფიქსირდება სიმსივნე, თუნდაც, საწყის სტადიაზე. ეს არის უმნიშვნელოვანესი და მე მინდა, ოჯახის წევრებს ჰქონდეთ სრული რწმენა იმისა, რომ ეს ასეა. მათთვის ხელმისაწვდომია ყველა მაღალტექნოლოგიური გამოკვლევის შედეგი. ჩვენთვის უმთავრესია, რომ პატიმარს, ვინც უნდა იყოს ის − ამ შემთხვევაში არ არის საინტერესო გვარი და სახელი − ჰქონდეს რწმენა, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოირიცხა, ასევე, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები; ინფარქტი და ინსულტი ფაქტია, რომ სახეზე არ არის. ახლა რჩება ის, რასაც ამბობენ − შესაძლო ინტოქსიკაცია. ექიმები გვეუბნებიან, რომ გამორიცხულია ინტოქსიკაცია და არ გვაძლევენ რეკომენდაციას, გავაკეთოთ ტესტები. თუმცა, ჩემი რჩევა პენიტენციური სამსახურისათვის − და, რამდენადაც ვიცი, ისინი ამ რჩევას იზიარებენ − არის ის, რომ, თუკი პატიმარს აქვს მცირედი ეჭვიც კი, რატომაც არა, უახლოეს დროში გავაკეთოთ მორიგი გადაყვანა იმისათვის, რომ პატიმარი და ოჯახი იყოს წყნარად. ადვოკატის სიწყნარეზე ამ ეტაპზე არ ვმუშაობ, რადგან ისეთ უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ, რომ რეალობა რომ არ იცოდე, შეგეშინდება, რამე ხომ არ სჭირს შენს პატიმარს.

მე ვემხრობი იმას, რომ ყველაზე მაღალტექნოლოგიური კლინიკა, რატომ არა, თუკი ადვოკატებს აქვთ სურვილი, თვითონ გვითხრან, რომელ მეტალზე უნდათ შემოწმება და ავირჩიოთ და შევამოწმოთ.

რაც შეეხება ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიას, კანონი ამბობს, რომ, როდესაც უნდა დადგეს − და ამას კონსილიუმი სჭირდება − ლეტალური შედეგი, არსებობს სიკვდილისწინა მდგომარეობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ამ საბჭოს შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, არსებობს სხვა მექანიზმიც − არა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არამედ ზოგადი წესით გათავისუფლება. პატიმარმა უნდა მოითხოვოს; შემდეგ იხილავს საბჭო, რომელსაც არ ხელმძღვანელობს მინისტრი ან სამინისტროს თანამშრომელი. საბჭოს ხელმძღვანელობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელი და ის დაკომპლექტებულია არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და კვალიფიციური სპეციალისტებით. იქ პოლიტიკური ფაქტორი გამორიცხულია. წარმოდგენა არ მაქვს, საბჭომ რა შეიძლება იფიქროს. ამიტომ პასუხიც ვერ მექნება".- განაცხადა თეა წულუკიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42