"ომეგა ჯგუფის" სკანდალური ჩანაწერები - "ოცნება" დადგმულ სპექტაკლზე, ოპოზიცია კი კრიმინალურ მმართველობაზე საუბრობს
პოლიტიკა - 10:14, 02 Oct, 2018     925
ქართულ ოცნებას „ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით, გავრცელებული სკანდალური ჩანაწერების ავთენტურობის არ სჯერა ან არ უნდა დაიჯეროს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას ხედავს.

„ვერც მე და ვერც საღად მოაზროვნე ადამიანი ვერ მიიღებს უკრიტიკოს ასეთი ტიპის ჩანაწერებს, ამიტომ საჭირო არის ჯერ მის ნამდვილობაში და სანდოობაში დარწმუნება. ამ სერიალების ჩვენებას უმჯობესია, რომ გამოძიებას მიეწოდოს ეს მასალა.

გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, ჩანაწერებით ომი ეს ნაცნობი ხელწერაა „ნაციონალური მოძრაობის“. მე მგონია, რომ ეს არის ძალიან ხელოვნური, დაწერილი პოლიტიკური სცენარი,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

სახელმწიფოს მხრიდან ბიზნეს განხორციელებულ რეკეტზე საუბრობს ოპოზიცია და გამოძიებას ითხოვს.

„ქვეყანას არ ჰყავს ხელისუფლება, არის მაფიოზური კლანი. თავის მართლებას სჯობია ნორმალურ ქვეყანაში როგორც მოხდებოდა, ჩატარდეს გამოძიება და საზოგადოებას მიეცეს ინფორმაცია თუ რა ჩანაწერებთან გვაქვს საქმე,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.

საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილი დგას.

„გავლენით ვაჭრობა ჰქვია, რაც ჩვენ ვიხილეთ ამ ჩანაწერებში. ამ და ბევრ სხვა უტიფრობას, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა, ქართველი ამომრჩეველი სასჯელით უპასუხებს. ის დასჯის „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე.“-აცხადებს გიგი უგულავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42