"შევაგინე... როცა გინდა პროკურორი ხარ, როცა გინდა ძველი ბიჭი, ეგრე აღარ ხდება"-ახალი აუდიო ჩანაწერი, რომელშიც ყიფიანი სარდაფის ინციდეტს ყვება
პოლიტიკა - 21:10, 01 Oct, 2018     5550
ე.წ. სარდაფის ინციდენტი და კიდევ ერთ ახალი აუდიო მასალა, რომლის მთავარი ფიგურანტი ლევან ყიფიანია. ჩანაწერში სპორტის ყოფილი მინისტრი „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებს ოთარ ფარცხალაძესთან დაპირისპირების დეტალებს უყვება. ყოფილი მთავარი პროკურორის სახელს არ ახსენებენ, თუმცა საუბრიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრია, რომ პირი, რომელმაც ლევან ყიფიანი სარდაფში ჩაიყვანა, გააშიშვლა, აწამა და გაუპატიურებით ემუქრებოდა, სწორედ ოთარ ფარცხალაძეა.


„გიორგი ქურდაძე - რომ შემოხვედი შემოგხედე რაღაც სისხლიანი გქონდა აქ.

ლევან ყიფიანი-რაღაცა ეს იყო რა, შევაგინე რა.

გიორგი ქურდაძე-შენ შეაგინე კაცო? რათა?

ლევან ყიფიანი-შესაგინებელი იყო.

ნიკოლოზ ასანიძე-ეგეთ იმაზე წავიდა ურთიერთობა?

ლევან ყიფიანი-კი.

ნიკოლოზ ასანიძე-რამე გაკადრეს ეტყობა, თორემ აბა რატომ შეაგინებდი.

ლევან ყიფიანი-არაუშავს ხდება კაცები ვართ რა. პროსტა ეგეთი ტიპები არიან იცი როგორები არიან-მე მგონი ჩვენ შორის რჩება, როცა პოლიციელი ხარ, მერე ძველი ბიჭი ხარ, მერე პროკურორი ხარ, ძაან ძნელია რა ეხლა. როცა გინდა პროკურორი ხარ, როცა გინდა ძველი ბიჭი ხარ, ეგეთი რაღაცეები აღარ ხდება. რა ქვია ეს ტიპი ჩალიჩობსო პირდაპირ.”

"კურიერმა" დღეს ყოფილი მთავარი პროკურორის კონსპირაციულ ბინასაც მიაგნო. საუბარია საბურთალოს ქუჩაზე მდებარე ერთ სართულიან სახლზე, რომლის სარდაფშიც ოთარ ფარცხალაძე და მისი გარემოცვა სავარაუდოდ სპორტის ყოფილ მინისტრს რამდენიმე საათი აწამებდნენ და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.

იმას, რომ ნაქირავებ ბინაში არაფორმალური შეხვედრები ხშირად იმართებოდა და ამ შეხვედრების მთავარი ფიგურანტი ფარცხალაძე იყო, ადგილობრივები პირად საუბრებში ადასტურებენ. რამდენადაც ცნობილია, თავად ლევან ყიფიანიც განცხადების გაკეთებას აპირებს, თუმცა დაადასტურებს თუ არა ის სარდაფის ინციდენტს, ამას მისი ადვოკატი არ აკონკრეტებს. ამბობს მხოლოდ იმას, რომ ყოფილი მინისტრი მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს.

სკანდალური ჩანაწერის ნამდვილობა ზაზა ოქუაშვილმა გუშინ "კვირის აქცენტებში" დაადასტურა. "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებლის განცხადებით, ფარცხალაძემ ლევან ყიფიანი ამ ფორმით დასაჯა.

იმ სახლში, კი რომელიც ფარცხალაძეს 2016 წლის დასაწყისამდე ჰქონდა ნაქირავები, ახლა საბავშვო ბაღია.

ოთარ ფარცხალაძე კი როგორც ყოველთვის დუმს. მან დღეს "კურიერის" სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42